ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია ძალისადმი მგრძნობიარე მონა. იხილეთ აგრეთვე ბლაგი, იმპერიელი ლეიტენანტი.

ტემირი ბლაგი, ძალისადმი მგრძნობიარე[3] ბიჭუნა, იყო მონა, რომელიც მუშაობდა კანტოს სამორინეს საჯინიბოში[4] პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში[3]. იგი იყო ერთ-ერთი იმ ობოლი ბავშვებიდან, რომლებიც კანტონიკაზე წაგებული თამაშების შედეგად რჩებოდნენ და უვლიდნენ სარბოლო ფაზიერებს, ბარგვილ ტომდერის ზედამხედველობით.[4] იავინის ბრძოლიდან 34 წელს[5] იგი დაეხმარა წინააღმდეგობის წევრებს, როუზ ტიკოს და ფინს, რომლებიც ცდილობდნენ კანტო-ბაიტის პოლიციის დეპარტამენტისგან თავის არიდებას. ფინი და ტიკო ბლაგის და სხვა ობლების დახმარებით, უდაბნოში ფაზიერებზე ამხედრებულები გაიქცნენ[3].

კრეიტის ბრძოლის შემდეგ ბლაგი და სხვა ობლები უსმენდნენ ონიჰო ზაიას მონათხრობს ლუკ სკაიუოკერის გმირობების შესახებ, იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდა ოსტატი ჯედაი კრეიტზე პირველ ორდენს. მას შემდეგ, რაც მიუთითეს, მუშაობა გაეგრძელებინა, ბიჭუნამ მიიზიდა ძალის მეშვეობით ცოცხი[3]. თუმცა, სანამ ჩვეულ საქმიანობას შეუდგებოდა, გადახედა როუზის მიერ მოცემულ ძველ ბეჭედს[4].

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
  2. 2.0 2.1 StarWars-DatabankII ტემირი ბლაგი Databank-ში (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
  4. 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი
  5. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის ძალის გამოღვიძება მოვლენები მიმდინარეობს იავინის ბრძოლიდან 34 წელს. ვინაიდან უკანასკნელი ჯედაის მოვლენები მიმდინარეობს მეშვიდე ეპიზოდის შემდეგ, უნდა ჩაითვალოს, რომ დრო კვლავ 34-ე წელია.
Advertisement