ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი, იგივე დამჭერი ფერმერი, იყო პიროვნება, რომლის საკუთრებაში იყო ტენიანობის მომპოვებელი ფერმა. ამ ფერმაზე იგი, ტენიანობის დამჭერებით, ატმოსფეროდან წყალს მოიპოვებდა. მზისგან დამწვარ პლანეტებზე, როგორიც იყო ტატუინი, უდაბნოს მცხოვრებთა ნაწილი ტენიანობის მომპოვებელი ფერმერის საქმიანობას ეწეოდა. მათ შორის აღსანიშნავია ლარსების ოჯახი, კლიგის, მისი ვაჟის, ოუენის და ამ უკანასკნელის ცოლის, ბერუს სახით.[1]
ტენიანობის მომპოვებელმა ფერმერებმა თავიანთი კარმიდამოები ნაწილობრივ ააშენეს, რადგან ეს იცავდა მათ ქარისა და სიცხისგან და სახლში სიგრილეს ინარჩუნებდა.[2]