FANDOM


Premium-Eras-canon
"ოდესმე მოგისმენია ტერას-კასის ხელოვნების შესახებ? იგი შეიქმნა ჯედაებთან საბრძოლველად, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ იგი ნებისმიერთან გამოდგება, თუკი რამე კიდურები აქვს."
―დრაიდენ ვოსი კი'რას[წყარო]
TerasKasi-Solo3

კი'რას, ტერას-კასის ცნობილი პრაქტიკოსი

ტერას-კასი ეწოდებოდა ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებას, რომელიც შემუშავდა ჯედაებთან საბრძოლველად.[1] ამ ხელოვნების პრაქტიკოსები იყოფებოდნენ ახალბედებად, ადეპტებად და ოსტატებად, გამომდინარე უნარებიდან. ამა თუ იმ რანგის ტარების სახასიათო ნიშანს წარმოადგენდა უნიფორმაც.[2]

ყოფილი სითი ლორდი მოლი, ალისფერი გარიჟრაჟის წინამძღოლი, თავად იყო ტერას-კასის პრაქტიკოსი და მისი ილეთები დრაიდენ ვოსს შეასწავლა, უკანასკნელმა კი — თავის ლეიტენანტ კი'რას. კესელზე თავდასხმისას კი'რამ ილეთს მიმართა კუეი ტოლსაიტის დასამარცხებლად.[1] პირველი ორდენის ელიტური პრეტორიანული გვარდიის წარმომადგენლებიც კარგად ფლობდნენ ტერას-კასის, ისევე როგორც საბრძოლო ხელოვნების სხვა სახეობებს.[3]

გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.