ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-question-mark

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

კაპიტნის სამხედრო რანგის მქონე მამაკაცი მსახურობდა როგორც ტერმინალის ოფიცერი გალაქტიკური იმპერიის იმპერიული ჯარის შემადგენლობაში, ოკეანებიანი მთვარე ნურიინკვიზიტორიუსის ციხესიმაგრეში. იგი მორიგეობდა იმ დროს, როდესაც იმპერიელი ოფიცერი ტალა დურითი ტერმინალში შევიდა და ჯედაი ობი-ვან კენობიციხესიმაგრეში შეღწევაში დაეხმარა. ტერმინალის ოფიცერმა მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა ტერმინალში ყოფნის უფლება და, გაიყვანა რა სხვაგან, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა. თუმცა, ოთახიდან გასვლის შემდეგ, დურითმა ოფიცერი მოკლა და ტერმინალში დაბრუნდა.

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ტელესერიალში ობი-ვან კენობი მოვლენათა განვითარების დროა 9 იბ. ამრიგად, ეპიზოდში ნაწილი IV, სადაც ნაჩვენებია ტერმინალის ოფიცრის ნურიზე დაღუპვა, მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 9 იბ.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Obi-Wan Kenobi new series logo ობი-ვან კენობინაწილი IV
  3. Lucasfilm Story Group-ის ხელმძღვანელი პაბლო იდალგო ადასტურებს, რომ გალაქტიკური იმპერიის წარჩინების ნიშნების დაფები ფილმებსა და ტელესერიალებში განისაზღვრება ორი ეპოქით — პირველი სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებამდე და განადგურების შემდგომ. განადგურებამდე განვითარებული მოვლენების დროს გამოიყენება „ცალი მწკრივის“ ფორმატი. ეს შეიმჩნევა ფილმებში განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი და სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი და ტელესერიალებში ობი-ვან კენობი და ანდორი, როგორც ირკვევა Twitter-ის შესაბამისი პუბლიკაციიდან (TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (June 4, 2022): „@peacemakervitus ძირითად იმპერიული საგულე ნიშნებისთვის ორი ეპოქაა — სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებამდე და მის შემდგომ. ასე, რომ, ანდორშიც და კენობიში გამოიყენება განდგომილი ერთის მოდელი.“ (არქივის ბმული)). ამიტომ, ამ პერსონაჟის წარჩინების ნიშნების დაფა შეესაბამება მის რანგს და განყოფილებას, რომელიც აღნიშნულია ამ ცხრილში და წარმოადგენს სწორედ ამ სამხედრო რანგს და ამ განყოფილების ნაწილს.
Advertisement