ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ტიპლარი იყო ყვითელკანიანი მდედრობითი სქესის მიკიელი ოსტატი ჯედაი, რომელიც კლონების ომების დროს რესპუბლიკის დიადი არმიის რიგებში მსახურობდა როგორც გენერალი ჯედაი. ამ მოვალეობის შესრულებისას იგი ტყუპ და ტიპლისთან კლონების მეთაურ დუმთან ერთად მეთაურობდა კლონი სამხედროების ქვედანაყოფს. რინგო-ვინდას ბრძოლისას სამივეს შეუერთდა გენერალ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის 501-ე ლეგიონი. მიზანი იყო დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის რინგო-ვინდას მახლობლად კოსმოსური სადგურიდან გაძევება. 501-ეს სამხედრო სანგმა მოულოდნელად ტიპლარს უღალატა და მოკლა შემაკავებელი ბარათის გაუმართავი მუშაობის გამო. ასეთი შეცდომა გამოიწვია სითების მიერ შექმნილი კლონების პროტოკოლ 66-ის ნაადრევი ამოქმედება. ტიპლარის დაღუპვამ რესპუბლიკის ძალები შეასუსტა, აიძულა, უკან დაეხიათ, ხოლო სანგის ქცევამ მეკ-სამხედრო ფაივსს უბიძგა, ჩაეტარებინა საკუთარი გამოძიება, რომლის შედეგად დადგინა კლონთა თავებში ჩადგმული ბარათების არსებობა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]