ტორო კალიკანი იყო ჯილდოზე მონადირე, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში მოხვდა ტატუინზე. მას სურდა, ყოფილიყო ჯილდოზე მონადირეთა გილდიის წევრი და ამ მიზნით ცდილობდა ფენეკ შენდის დაჭერას.
კალიკანი ჩალმუნის კანტინაში იჯდა, როდესაც გაიცნო ჯილდოზე მონადირე მანდალორელი და შეუთანხმდა, რომ ისინი შენდს ერთად დაიჭერდნენ. მართალია, შენდი მათ ხელთ აღმოჩნდა, მოგვიანებით, როდესაც მანდალორელმა ისინი დროებით მარტო დატოვა, ფენეკმა დამწყებ მონადირეს უამბო, რომ მანდალორელზე გილდიის სხვა წევრები ნადირობდნენ და იგი უფრო ძვირფასი სამიზნე იყო. კალიკანმა შენდი სასიკვდილოდ დაჭრა და გაემართა მანდალორელის საძიებლად. კოსმოპორტში მან პელი მოტოს წაართვა დინ გროგუ და ცდილობდა მანდალორელის დაშინებას, თუმცა მონადირემ იგი თავად მოკლა და ტატუინი გროგუსთან ერთად დატოვა.
გამოჩენები[]
- მანდალორელი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი: საყმაწვილო რომანი, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები: მანდალორელი: მანგა
- მანდალორელი: პირველი სეზონის გრაფიკული რომანი
- მანდალორელი — თავი 5: მსროლელი (პირველი გამოჩენა)
- მანდალორელი 5
- მანდალორელი 6 (მხოლოდ ხსენება, შესავალში)
- მანდალორელი: მოკავშირეები და მტრები
- მანდალორელი: მეორე სეზონი: საყმაწვილო რომანი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ D23 Expo 2019-ზე ნაჩვენები ამ ქრონოლოგიის თანახმად, მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს ჯედაის დაბრუნების მოვლენები ვითარდება 4 წელს, ასე, რომ მანდალორელის მოვლენები 9 წელს ვითარდება.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 მანდალორელი — თავი 5: მსროლელი
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა