ტოსტონელები წარმოადგენდნენ ორფეხიანთა გონიერ რასას. მის წარმომადგენლებს ჰქონდათ დიდი, მრგვალი, შავი თვალები და კოპლებიანი ვარდისფერი კანი. ხელებზე ჰქონდათ სამ-სამი თითი და ბასრი ფრჩხილები.[1] იავინის ბრძოლამდე 9 წელს[2] მამრობითი[3] სქესის ტოსტონელი, რომელიც უცხო ენაზე საუბრობდა, მუშაობდა პლანეტა დაიიუზე, სუნელის ლაბორატორიაში, რომელსაც ბუნაგს უწოდებდნენ. ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი მას გაჰყვა[1] და ტანისამოსი წაართვა,[3] შემდეგ კი ბუნაგში შეაღწია.[1]
კადრს მიღმა[]
ტოსტონელი პირველად გამოჩნდა სერიალ ობი-ვან კენობის ეპიზოდში "II ნაწილი",[1] რომელიც გამოვიდა 2022 წლის 26 მაისს.[4] რასა დასახელებულია ეპიზოდის სუბტიტრებში.[1]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "II ნაწილი" (პირველი გამოჩენა)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "II ნაწილი"
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ტელესერიალში ობი-ვან კენობი მოვლენათა განვითარების დროა 9 იბ. ამრიგად, ეპიზოდში "II ნაწილი" მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 9 იბ.
- ↑ 3.0 3.1
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "II ნაწილი" (აუდიოკომენტარი)
- ↑
Obi-Wan Kenobi (@obiwankenobi) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "The time for #ObiWanKenobi has arrived…early. Start streaming the first two episodes on @DisneyPlus TONIGHT at 9PM PT." (არქივის ბმული)