- "იოდამ სხვა ახსენა."
"ის სხვა შენი ტყუპი დაა." - ― ლუკ სკაიუოკერი და ობი-ვან კენობი
ლუკ სკაიუოკერი და ლეია სკაიუოკერი ორგანა სოლო, ტყუპები სკაიუოკერების ოჯახიდან
ტყუპები წარმოადგენდნენ ერთი და იგივე მშობლების ერთად შობილ შვილებს. ლუკ სკაიუოკერი და ლეია ორგანა იყვნენ ანაკინ სკაიუოკერის და პადმე ამიდალას ტყუპი შვილები.[2] ტყუპებს შორის აგრეთვე აღსანიშნავია ტიპლარი და ტიპლი, ორი მიკიელი ოსტატი ჯედაი, რომლებიც კლონების ომებში მონაწილეობდნენ.[3] ტექნიკურად, რომელიმე კლონი სხვა კლონის ტყუპი ძმა იყო, ვინაიდან ორივე ერთი გენეტიკური ნიმუშიდან წარმოიშვა. ბობა ფეტი იყო როგორც ნაშვილები, ასევე ჯენგო ფეტის ტყუპი.[4] საიენა რი იყო ვინეტ რის ტყუპი, თუმცა ეს უკანასკნელი დაიღუპა ორივეს დაბადებიდან ერთი საათის შემდეგ. საიენამ შეჰფიცა, რომ ორივესთვის იცოცხლებდა.[5]
ბენ სოლო და რეი არ წარმოადგენდნენ სისხლით ტყუპებს — პირველი სკაიუოკერი იყო, მეორე კი — პალპატინი.[6] მეტიც, ისინი დაიბადნენ ათწლეულის შუადლედით.[7][8] მიუხედავად ამისა, მათ შორის არსებობდა კავშირი[9], ამიტომ ისინი დიადს წარმოადგენდნენ — ძალით გაერთიანებულ ორ ცოცხალ არსებას. ამიტომ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი "ტყუპები" იყვნენ.[6]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- პო დემერონი: ბორტის ჟურნალი
- პრინცესა ლეია: სამეფო წარმოშობის აჯანყებული
- ვარსკვლავური ომები: ეძებე და იპოვე, ტომი I
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
Jar Jar Binks Databank-ში (არქივის ბმული)
Lark and Jonk a.k.a. "The Twins" Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "უცნობლობა"
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ დაკარგული ვარსკვლავები
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი
- ↑ შედეგები: იმპერიის აღსასრული უთითებს, რომ ბენ სოლო დაიბადა გალაქტიკური შეთანხმების გაფორმების დღეს. წიგნში აგრეთვე აღნიშულია, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა ჯაკუს ბრძოლისას, ანუ, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, იავინის ბრძოლიდან 5 წელს. ამრიგად, ბენ სოლო დაიბადა იავინის ბრძოლიდან 5 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება აღწერილი მოვლენების დროს რეი 19 წლის არის. ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ რეის დაბადების წელია 15 იბშ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი