უეჯ ანტილესი, იგივე TIE SS-2-5, იყო ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდის მფრინავი კორელიადან. თავდაპირველად მსახურობდა იმპერიის ფლოტში, მაგრამ მოგვიანებით შეუერთდა ამბოხებას, მოგვიანებით კი — ახალ რესპუბლიკას, გალაქტიკურ იმპერიასთან ომისას. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში, მათ შორის — იავინთან, საიდანაც მშვიდობით დაბრუნდა (ისევე, როგორც ლუკ სკაიუოკერი).
შემდგომ წლებში იგი ესკადრილია "განდევნილის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო. ჰოთის ბრძოლაში მისი კოდური სახელი იყო განდევნილი სამი. მის და უეს ჯენსონის ძალისხმევით T-47 აეროსპიდერის მეშვეობით წარმატებით განადგურდა ერთ-ერთი AT-AT, რომელიც ბაზა "ექოს" უმიზნებდა. ჰოთის ევაკუაციიდან ექვსი თვის თავზე ანტილესი მეთაურობდა წითელ ესკადრილია, ენდორის ბრძოლისას და ლენდო კალრისიანთან ერთად გაანადგურა მეორე სიკვდილის ვარსკვლავი.
მას შემდეგ, რაც ამბოხებულთა ალიანსი გარდაიქმნა ახალ რესპუბლიკად, ანტილესმა განაგრძო მასში მსახურობა, იმპერიის ნარჩენებთან ბრძოლისას. მან პლანეტა აკივაზე საიდუმლო მისია განახორციელა. იქ უეჯი დააპატიმრეს იმპერიულმა ძალებმა. ამბოხების შემდეგ მფრინავმა ჩამოაყალიბა აჩრდილების ესკადრილია და კაშიიიკის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ასეთი თვითნებური ოპერაციის გამო ესკადრილია რესპუბლიკამ ოფიციალურად დაშალა, მაგრამ ჯაკუს ბრძოლის დროისთვის ანტილესმა ეს ჯგუფი აღადგინა.
გალაქტიკური შეთანხმების გაფორმების შემდეგ იგი ჰოსნიან-პრაიმზე ფრენის ინსტრუქტორის მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით მან იქორწინა ნორა უექსლისთან და, სანამ მათ ეწვივნენ ტემინი და მისი ცოლი, კარე კუნი, ორივე ცხოვრობდა აკივაზე.
იავინის ბრძოლიდან 35 წელს უეჯი ამბოხებულთა ალიანსთან ერთად მონაწილეობდა ექსეგოლთან, პალპატინის იდუმალი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- Disney Infinity 3.0 (მხოლოდ ხმა)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ნაპოვნი გმირი
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გადაკვეთილი გზები (მხოლოდ ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – ჯედაის დაბრუნების დაბრუნება
- LEGO Star Wars: The Force Awakens
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑
უეჯ ანტილესი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ანტილესის ევაკუაცია
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – იერიშის დრო
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
- ↑ შედეგები
- ↑ 8.0 8.1 შედეგები: ცხოვრების ვალი
- ↑ 9.0 9.1 წინააღმდეგობის აღორძინება
- სტატიები კანონიკურ საკითხებზე
- გალაქტიკური იმპერიის კადეტები
- კაპიტნები
- კორელიელები
- ადამიანები
- იმპერიისგან განდგომილები
- გალაქტიკური იმპერიის იმპერიული ფლოტის შემადგენლობა
- თვითმარქვიები
- მექანიკოსები
- აჩრდილის ესკადრილიის შემადგენლობა
- ესკადრილია ფენიქსის შემადგენლობა
- წითელი ესკადრილიის შემადგენლობა
- განდევნილის მეთაურები
- წინააღმდეგობის წევრები
- მამრობითი სქესის წარმომადგენლები