უზენაესი კანცლერი, აგრეთვე ცნობილი როგორც სახელმწიფოს მეთაური, გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფოს და მთავრობის წამყვან პირს, რომელსაც ემორჩილებოდნენ კანცლერის კაბინეტი და გალაქტიკური სენატი. კლონების ომების დროს იგი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხედართმთავარიც იყო. როგორც გალაქტიკური სენატის მეთაურს, ჰქონდა საკუთარი კაბინეტი, მდებარე კორუსანტის სენატის ოფისის შენობაში. კანცლერს ირჩევდნენ გალაქტიკის სხვადასხვა პლანეტის სენატორთა ხმათა უმრავლესობით. გალაქტიკური კონსტიტუცია ზღუდავდა კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადას ოთხი წლით, თუმცა იგივე კანდიდატს არჩევნებში განმეორებით მონაწილეობა ერთხელ შეეძლო — თავდაპირველად მესამე ვადით დარჩენის უფლების გარეშე. კონსტიტუციის მიხედვით, დაშვებული იყო კანცლერისთვის უფლებამოსილების შეჩერება უმრავლესობის უნდობლობის ვოტუმის საფუძველზე.
კანცლერი თანამდებობას იკავებდა რესპუბლიკის არსებობის წლებში, რაც დაახლოებით ათასწლეულის განმავლობაში გაგრძელდა, [[გალაქტიკური იმპერია|გალაქტიკური იმპერიის აღზევებამდე. ნაბუზე შეჭრის დროისთვის კანცელარიამ ძალაუფლება ფაქტობრივად დაკარგა, იმართებოდა ბიუროკრატული პროცესებით, კორპორაციული ინტერესებით და სენატის გაშმაგებული კორუფციით. სახელმწიფოს მდგომარეობით იმედგაცრუებულმა დედოფალმა პადმე ამიდალამ სენატს სთხოვა უზენაეს კანცლერ ფინის ვალორუმისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა. ნაბუზე არსებული უსიამოვნო მდგომარეობის ფონზე დედოფლის ერთ-ერთი მრჩეველი, სენატორი შივ პალპატინი აირჩიეს ახალ უზენაეს კანცლერად.
კანცლერი პალპატინი სახელმწიფოს სათავეში რესპუბლიკის უკანასკნელ წლებში ედგა. ამ პერიოდში კონსტიტუცია შეიცვალა სეპარატისტული კრიზისის გამო, რითაც კანცლერს უფლება ენიჭებოდა, თანამდებობაზე დარჩენილიყო მეორე ვადის ამოწურვის შემდეგაც. პირველად ათასი წლის განმავლობაში ღია ომის საშიშროების გამო სენატორებმა მას განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭეს (საკუთარი უფლებების შეკვეცით), რამაც კანცელარიაში დიქტატურა ჩამოაყალიბა. კლონთა ომების ყველაზე მძიმე პერიოდში კანცლერს უფრო მეტი ძალაუფლება მიენიჭა, როდესაც გალაქტიკათშორისმა საბანკო კლანმა აქტივების მართვის უფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცა. ომის მიწურულს ჯედაების ორდენმა აღმოაჩინა, რომ პალპატინი იყო დართ სიდიუსი, სითი ლორდი, რომელმაც მთელი ეს კონფლიქტი ჩაიფიქრა. მას შემდეგ, რაც ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრებმა სცადეს მისი დაკავება, პალპატინმა განაცხადა, რომ ყველა ჯედაი სახელმწიფოს მტრად ითვლებოდა და, ამრიგად, განადგურებას ექვემდებარებოდა. მათი სახით წინაღობის არარსებობისას სენატსა და უზენაესი სასამართლოს ძალებზე მანამდე წარმოუდგენელი გავლენით, კანცლერმა პალპატინმა იავინის ბრძოლამდე 19 წელს საკუთარი თავი გამოაცხადა პირველი გალაქტიკური იმპერიის იმპერატორად. კანცლერის წოდება შემდგომში გადაეცა მონ მოთმას, უფრო მოგვიანებით — რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მეთაურს, იმპერიის დაცემის შემდეგ კი — ახალი რესპუბლიკის წამყვან ფიგურას.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ სეპარატისტების აღზევება
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ შედეგები
- ↑ 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — დაკარგული
- ↑ 7.0 7.1 გალაქტიკური რესპუბლიკა Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 8.0 8.1 კლონი მეთაური კოდი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
- ↑ 10.0 10.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა