უილების მიმდევრები წარმოადგენდნენ ძალის თაყვანისმცემელ ორგანიზაციას, რომლის წევრები ატარებდნენ წითელი ფერის სამოსებს. ოპერაცია ნაპრალის პერიოდში ეს იყო ჯედაზე აქტიური უძველესი რწმენის მატარებელი ჯგუფი, თუმცა ისინი საკუთარ მიმდევრობას ნაკლებად ავლენდნენ, ვიდრე უილების გუშაგები. მამაკაცი სახელად ანგბერ ტრელი მიმდევარი იყო. სილვანი ფესტი ანომიდების კოლონიაში შედიოდა, რომელიც შემდგომში უილების მიმდევრებად გარდაიქმნა[1].
მიმდევრები ცდილობდნენ, ესმინათ და ძალის ნება აღექვათ, იმ დროს, როდესაც უილების გუშაგები უპირატესობას ანიჭებდნენ ძალის არსებობას და მის შეგრძნებას. მათ სწამდათ, რომ მნიშვნელოვანი იყო ძალის როგორც ნათელი, ასევე ბნელი მხარეები და მიაჩნდათ, რომ სინათლე მხოლოდ სიბნელით იარსებებდა, ძალა კი მუდმივ წონასწორობაში უნდა ყოფილიყო.
მნიშვნელოვანი მიმდევარი კოზემ პელი იყო ავტორი ხელნაწერების სახელწოდებით ძალის ლექსების, ლოცვების და მედიტაციის კრებული.[2]
ჯედაზე მათ საქმიანობაში შედიოდა უპოვართა მოწყალებით დახმარება და კაიბერის ტაძარში ლოცვა.[1] გარდა ამისა, მათი ძალისხმევით არსებობდა თავშესაფარი, რომელშიც თავს უყრიდა ჯედაზე იმპერიის ოპერაციების შედეგად ობლად დარჩენილებს. კილი გიმი ამ თავშესაფარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მზრუნველი იყო.[2]
გამოჩენები[]
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური (პირველად ნახსენები როგორც უილების მიმდევრები)
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
- Star Wars Helmet Collection: Tam Posla Weapons & Uniforms: Inhabitants of Jedha
- Star Wars Helmet Collection: Silvanie Phest Helmets: Silvanie Phest
- Star Wars Helmet Collection: Silvanie Phest Highlights of the Saga: The Battle for Jedha
- Star Wars Helmet Collection: Silvanie Phest Weapons & Uniforms: The Ashes of Jedha
Star Wars: Card Trader (კომპლექტი: 2020 Base Series, ბარათი: Killi Gimm)
Star Wars: The High Republic Show: High Republic Phase II Deep Dive, Star Wars Celebration, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: სინათლის მახვილების კოლექცია
შენიშვნები და სქოლიო[]