ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Atticon.png
სტატია აღწერს ვარსკვლავური ომების ლეგენდების თემას, რომელიც გამოქვეყნდა უსასრულობების ციკლში ან Lucasfilm-ის მიერ ლეგენდებში არაკანონიკურად მიჩნეულ თემას.

ორიგინალური ტრილოგიის სამეფო კომპლექტი

უილიამ შექსპირის ვარსკვლავური ომები არის არაკანონიკური წიგნების სერია, დაწერილი იენ დეშერის მიერ. მასში ადაპტირებულია ვარსკვლავური ომების ფილმების სიუჟეტები ისე, თითქოს ისინი დაწერილია უილიამ შექსპირის მიერ.[1] სერიაში შედის ორიგინალური ტრილოგიის ფილმების ადაპტაციები: უილიამ შექსპირის "ვარსკვლავური ომები: ჭეშმარიტად, ახალი იმედი" (ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი), უილიამ შექსპირის "იმპერიის საპასუხო დარტყმა" (ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა) და უილიამ შექსპირის "ჯედაი ბრუნდება" (ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება). სამივე წიგნი აგრეთვე შეტანილია კრებულში უილიამ შექსპირის ვარსკვლავური ომების ტრილოგია: სამეფო იმპერიული კომპლექტი.[1]

წინაისტორიის ტრილოგიის მიხედვით გამოიცა წიგნები უილიამ შექსპირის "მუქარის მოჩვენება": ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი (7 აპრილი, 2015),[2] უილიამ შექსპირის "კლონთა ჯარის იერიში": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე (7 ივლისი, 2015([3] და უილიამ შექსპირის "სითების შურისძიების ტრაგედია": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე (8 სექტემბერი, 2015.[4]

უილიამ შექსპირის "ძალის გამოღვიძება", გაგრძელების ტრილოგიის პირველი ფილმის, ძალის გამოღვიძების ადაპტაცია, გამოვიდა 2017 წლის 3 ოქტომბერს.[5] უილიამ შექსპირის "ჯედაი უკანასკნელი": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მერვე, დაფუძნებული ფილმზე ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი, გამოვიდა 2018 წლის 10 ივლისს. Lucasfilm-ის გეგმებში არ იყო ვარსკვლავური ომების ანთოლოგიური სერიის ფილმებზე დაფუძნებული პაროდიული წიგნების გამოშვება.[6]

2019 წლის 21 დეკემბერს დეშერს ტვიტ-შეტყობინებაში ახსენა, რომ მუშაობდა სკაიუოკერის აღზევების ადაპტაციაზე.[7][8]. წიგნი გამოიცა 2020 წლის 28 ივლისს.

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 გვერდი იენ დეშერის საიტზე
  2. "მუქარის მოჩვენება" Random House-ზე
  3. Amazon favicon.png უილიამ შექსპირის "კლონთა ჯარის იერიში": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე Amazon.com-ზე (არქივირებული ვერსიის ბმული)
  4. Amazon favicon.png უილიამ შექსპირის "სითების შურისძიების ტრაგედია": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  5. Amazon favicon.png უილიამ შექსპირის "ძალის გამოღვიძება" Amazon.com-ზე (არქივირებული ვერსიის ბმული)
  6. ჯედაის დღიურები: აგვისტო, 2018. ForceCast.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო June 14, 2019.
  7. TwitterLogo.svg იენ დეშერი (@iandoescher) Twitter-ზე: "გავაკეთოთ." (ეკრანის ანაბეჭდი)
  8. Amazon favicon.png უილიამ შექსპირის სკაიუოკერის საზეიმო აღზევება": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეცხრე Amazon.com-ზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)

ბმულები[]


უილიამ შექსპირის ვარსკვლავური ომები
I · II · III · IV · V · VI · VII · VIII · IX
სამეფო კომპლექტი
რედ.
Advertisement