ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

უილკო იყო კლონი სამხედრო, რომელიც კლონების ომების დასრულების შემდეგ, იავინის ბრძოლამდე 19 წელს, გალაქტიკური იმპერიის ჯარში მსახურობდა როგორც შტორმტრუპერთა კლონი კაპიტანი. მისი ზედამხედველობით გრაფ დუკუსაომარი ნადავლი პლანეტა სერენოზე მდებარე სასახლიდან გაჰქონდათ. თუმცა, ამ ოპერაციის დროს, განდგომილ კლონთა რაზმმა, „უვარგისმა პარტიამ“, სცადა ერთ-ერთი მარაგის მოპარვა. ამის შესახებ უილკოს შეატყობინეს და იგი საფრთხის აღმოფხვრით თავად დაკავდა.

უილკოს მეთაურობით რაზმმა სცადა განდგომილი კლონების სასახლეში დაჭერა, მაგრამ ისინი სასახლესთან მდებარე ქალაქში დაიმალნენ. მათი ძიება კვლავ გააგრძეს, მაგრამ მათთან კვლავ შეჯახების შემდეგ მსხვრეველმა გამოიყენა ტანკის მოქმედი ქვემეხი და უილკოს ასეული მოიგერია. საბოლოოდ, „უვარგისი პარტია“ გაიქცა სერენოდან. უილკომ ყოველივეს შესახებ მოახსენა ვიცეადმირალ რემპარტს, რომელსაც გაუკვირდა განდგომილი კლონების გადარჩენა. მან მოითხოვა მოხსენებიდან მათი ამოშლა. უილკომ მოხსენების გაყალბებაზე უარი განაცხადა. პასუხად ადმირალმა იგი მოკლა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

გარე ბმულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 StarWars-DatabankII კლონი სამხედროები Databank-ში (არქივის ბმული)
  2. უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.
  3. 3.0 3.1 TBBtemplate ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტიანაალაფევი
  4. 4.0 4.1 4.2 TBBtemplate ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტიატრაგედიები
  5. TBBtemplate ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტიატრაგედიები (აუდიოკომენტარი)
Advertisement