უილსა ტეშლო იყო კესურიანი, დაბადებული როგორც თაილასი, ტახტის მმართველთა იერარქიაში მეორე. უარი თქვა რა თავის წარმომავლობაზე, ტეშლო სასახლიდან გაიქცა და ფარულ საზოგადოებაში მეკობრის საქმიანობით დაკავდა. მის სამიზნეს წარმოადგენდნენ კორპორატიული მზიდავები, რომლებიც პირველი ორდენისთვის მუშაობდნენ. მიზნების განსახორციელებლად უილსა იყენებდა პილოტის წვრთნას. იავინის ბრძოლიდან 35 წლის შემდეგ ტეშლო შედიოდა მათ რიგში, ვინც წინააღმდეგობის თხოვნას გამოეხმაურა და ჩაება პირველ ორდენთან და მარადიულ სითებთან ბრძოლაში, პლანეტა ექსეგოლზე. ამ ბრძოლას იგი გადაურჩა და სხვებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა ბაზაზე, ჯუნგლებიან მთვარე აჯან-კლოსზე.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი (პირველად ნახსენები როგორც უილსა ტეშლო)
Star Wars: X-Wing Second Edition — BTA-NR2 Y-wing Expansion Pack (ბარათი: Wilsa Teshlo — BTA-NR2 Y-Wing) ‡