FANDOM


Premium-Eras-canon
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია კანონიკური პერსონაჟი. იხილეთ აგრეთვე რომანი ტარკინი.

უილჰაფ ტარკინი იყო მამაკაცი, რომელიც მსახურობდა გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში და მოგვიანებით გახდა გალაქტიკური იმპერიის ქვეშევრდომი. კლონთა ომების პერიოდში ოსტატ ჯედაი ივენ პიელისადმი დაქვემდებარებული სამხედრო ძალების კაპიტანი იყო. დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მიერ დატყვევების შემდეგ გაიქცა ჯედაების და კლონი ჯარისკაცების რაზმის დახმარებით. ამ ოპერაციის შესრულებისას პიელი დაიღუპა, ტარკინი კი მოგვიანებით გახდა ადმირალი და, როგორც ბრალმდებელი, მონაწილეობდა ჯედაების ტაძრის ანგარის დაბომბვის გამო ასოკა ტანოს გასამართლების პროცესში.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა მეთაურმა შივ პალპატინმა რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად და ჯედაებზე ნადირობა გამოაცხადა, ტარკინი იქცა იმპერიის პირველ გრანდ-მოფად და გარე რკალის რეგიონულ გუბერნატორად. ამ მოვალეობის შესრულებისას იგი აგრეთვე აკვირდებოდა სიკვდილის ვარსკვლავის მოქმედებას და, მას შემდეგ, რაც ორსონ კრენიკი დაიღუპა, მისი მეთაური გახდა. მას სწამდა, რომ საბრძოლო სადგურის შიშით ვარსკვლავური სისტემები იმპერიის ერთგულნი დარჩებოდნენ, ამიტომ, სადგურის სიმძლავრის საჩვენებლად პლანეტა ალდერაანი გაანადგურა. აჯანყებულთა ალიანსის რაზმ განდევნილი ერთის წევრებმა სკარიფიდან მოიპარეს სადგურის ნახაზები, ხოლო ლუკ სკაიუოკერმა, მოგვიანებით, იავინის ბრძოლისას, შეძლო მისი აფეთქება. ამას შეეწირა ყველა, ვინც სადგურზე იმყოფებოდა, მათ შორის — ტარკინი.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.