ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სტარკილერი.

უინდი უბრალოდ მოგვყვება…
ბიგზ დარკლაიტერი[4]

უინდი სტარკილერი, იგივე უინდომ მარსტრაპი, იყო ბიჭუნა, ლუკ სკაიუოკერის ბავშვობის მეგობარი ტატუინიდან. იგი ხშირად დადიოდა ლუკთან ერთად სადგურ „ტოშიზე“.

ბიოგრაფია[]

ადრეული წლები[]

AtTheVaporator-SWIANH

უინდი დასცინის ლუკს იმპერიულ აკადემიაში გაწევრიანებაზე ოცნების გამო.

უინდი იყო ადამიანი[1], ბიჭუნა, რომელიც ტატუინზე დაიბადა დაახლოებით იმავე დროს, რაც ლუკ სკაიუოკერი[2], მისი მეგობარი. მისი მამა და დედა ასევე ტატუინელები იყვნენ.[5]

უინდი ხშირად იმყოფებოდა დიკთან ერთად, რომელიც მას ანკორჰედზე დაჰყვებოდა. კიდევ ერთი ტატუიელი, ბიგზ დარკლაიტერი, უინდიზე ამბობდა, რომ იგი მათ „დაჰყვებოდა“, ხოლო დიკზე — რომ იგი „დაჰყვებოდა მას, ვინც მათ დაჰყვებოდა“.[4]

Windy Galaxy 2

უინდი იავინის ბრძოლამდე 0 წელს

უინდის მშობლები დროდადრო ეწვეოდნენ ბერუ და ოუენ ლარსებს, მათ კარ-მიდამოში. 13 წლის ასაკში ლუკი და უინდი უდაბნოში დაიკარგნენ და მათ შეხვდათ ცოცხალი კრეიტ-დრაკონი. ორივე იხსნა ობი-ვან კენობიმ, რომელსაც იცნობდნენ როგორც მწირ ბენ კენობის. ლარსებთან ისინი ჯედაის დახმარებით დაბრუნდნენ, რომელიც ოუენმა, გაბრაზებულმა, გააგდო.[3][5]

უინდი და დიკი ადგილობრივ იმყოფებოდნენ ლუკთან ერთად, როდესაც უკანასკნელი გორმ მალდორფმა გამოიწვია გალიაში სარბოლოდ. უინდიმ ლუკი გააფრთხილა, რომ მალდორფი საშიში მეტოქე იყო, თუმცა სკაიუოკერი მაინც დათანხმდა ასეთ შეთავაზებას. რბოლის დღეს გორმი გალიაში მკვდარი და გაგუდული იპოვეს. უინდიმ და დიკმა ლუკი გააპარეს და სკაიუოკერმა დაადგინა, რომ გორმი დაიღუპა ღამით, რბოლის ჩაშლის მცდელობისა.[6]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement