უკანასკნელი ჯედაი: კრეიტის ქარიშხლები 1 არის Marvel-ის კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორები არიან ბენ ეკერი და ბენ ბლეკერი, ხოლო მხატვარი — მაიკ მეიჰიუ. ამ ცალკეული კომიქსის მოვლენები მიმდინარეობს საგის IV და V ეპიზოდების მოვლენებს შორის. კომიქსი გამოიცა 2017 წლის 27 დეკემბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
დეკემბერში ამაღელვებელი ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი მსოფლიოს ეკრანებზე გამოდის...და მისი ექო გაისმის შორეულ, შორეულ გალაქტიკაში! შეიტყვეთ მინერალული პლანეტა კრეიტის საიდუმლოებანი! სანამ წინააღმდეგობისა და პირველი ორდენის ბრძოლის ველად იქცეოდა, ლუკ სკაიუოკერმა და ლეია ორგანამ იქ ახალი ბაზის საძიებლად ჩაიყვანეს აჯანყებულები! ბენ ეკერის და ბენ ბლეკერის (ვარსკვლავური ომები: შეუერთდი წინააღმდეგობას) და მხატვარ მარკო ჩეჩეტოს (ვარსკვლავური ომები: დამსხვრეული იმპერია) ამ ზამთრის უდიდესი თავგადასავლისთვის დამატებითი ამბავი!
შესავალი[]
ᲙᲠᲔᲘᲢᲘᲡ ᲥᲐᲠᲘᲨᲮᲚᲔᲑᲘ აჯანყებულთა ალიანსი სწრაფად მოქმედებს. ბოროტი გალაქტიკური იმპერიის სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისა და იავინის ბრძოლის შემდეგ აჯანყებულები დევნაში არიან და სამოქმედო ბაზისთვის ეძებენ ახალ ადგილს. აჯანყების გმირი, ალდერაანელი პრინცესა ლეია, მეგობრების, ლუკ სკაიუოკერისა და კონტრაბანდისტ ჰან სოლოს დახმარებით, პირადი მისიით მიემგზავრება. თუმცა, იმპერიული ჯარისგან დასამალად ახალი საიდუმლო ადგილის პოვნა უფრო რთულია, როდესაც ათასწლოვან შავარდენს ეძებენ.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606088492; 27 დეკემბერი, 2017; Marvel Comics[1]
- 00111; გარეკანი A, მარკო ჩეჩეტო
- 00121; გარეკანი B, კასპარ ვაინგაარდი
- 00131; გარეკანი C, ფილმი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
დროიდების მოდელები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი – კრეიტის ქარიშხლები (2017) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ A Certain Point of View — Star Wars Insider 203 უთითებს, რომ პლანეტა კრეიტი განიხილებოდა აჯანყებულთა პოტენციურ ბაზად, რაც ასახულია კომიქსში უკანასკნელი ჯედაი: კრეიტის ქარიშხლები 1. ეს ხდებოდა ახალი იმედიდან ერთი წის შემდეგ. ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, არის 0 იბშ. ეს ნიშნავს, რომ კომიქსში ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი — კრეიტის ქარიშხლები 1 მოვლენათა განვითარების დროა 1 იბშ.