ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ამ სტატიაში აღწერილია ბავშვი ჯედაების ჯგუფი. იხილეთ აგრეთვე ღამის დის რანგი.

"ნამდვილად საოცარია გონება ბავშვის."
―იოდა[6]

უმცროსი ჯედაები, ანუ ნორჩი ჯედაები, წარმოადგენდნენ სხვადასხვა რასის ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვებს, რომლებიც ჯედაების ორდენს გალაქტიკის მასშტაბით აჰყავდა. ადრეული ასაკიდან ისინი იწყებდნენ ჯედაების ხელოვნების შესწავლას და მომზადებას გადიოდნენ კორუსანტის ჯედაების ტაძარში, თუმცა დამატებითი სწავლება მიმდინარეობდა პლანეტა ილუმზე, სადაც მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ შეკრების რიტუალი და სინათლის მახვილებისთვის მოეპოვებინათ კაიბერ-ბროლი. ცოდნის მიღების შემდგომი ეტაპის წინ დიდი ოსტატი იოდა მათ ასწავლიდა ძალის ასპექტებს. პადავანის რანგის მისაღებად ნორჩები გადიოდნენ მთელ რიგ გამოცდებს, შემდეგ კი მათ მასწავლებლად უნიშნავდნენ გამოცდილ ჯედაის, როგორიც იყო რაინდი ან ოსტატი.

კლონების ომების დროს ჯედაების ორდენის სტრუქტურას იყო საფრთხეში სითების ბნელი ბატონ დართ სიდიუსის, ჯედაების მტრის გამო. ბნელი მხარის შესწავლის სურვილის მქონეების მისაზიდად, რომლებსაც ახალი წესრიგის დროს საკუთარ მსახურებად აქცევდა, სიდიუსმა გაიტაცა რამდენიმე ძალისადმი მგრძნობიარე, რომლებიც ჯერ არ შესულან ნორჩი ჯედაების რიგებში. ჯედაებმა მისი ჩანაფიქრი ჩაშალეს, თუმცა, ჯედაების ორდენის შემდგომი თაობა განადგურდა ბრძანება 66-ის და გალაქტიკური იმპერიის გამოცხადების შემდეგ.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ნორჩი ჩედაი Databank-ში (არქივის ბმული)
  2. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი, ლუკ სკაიუოკერმა ჯედაების ორდენის აღდგენა დაიწყო პირველი შეგირდის, ბენ სოლოს მიღებით, ჰოსნიანის კატაკლიზმამდე 19 წლით ადრე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჰოსნიანის კატაკლიზმის თარიღია 34 იბშ, ჯედაების ახალი თაობა სათავეს იღებს იავინის ბრძოლიდან 15 წელს.
  3. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განსაზღვრავს, რომ სითების ჩრდილში უმცროსი ჯედაები ლუკ სკაიუოკერის ჯედაების ტაძარში წვრთნას გადიან სტარკილერის შემთხვევამდე 13 წლით ადრე. "სტარკილერის" მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. ამრიგად, სითების ჩრდილის მოვლენათა განვითარების დროა 21 იბშ, ხოლო უმცროსი ჯედაების ჯგუფის აღდგენის — იავინის ბრძოლიდან 21 წლისთვის.
  4. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  5. Adi Gallia Databank-ში (არქივის ბმული)
  6. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა