უნკარ პლატი იყო კროლუტი, რომელიც ჯაკუზე ენდორის ბრძოლიდან დაახლოებით 30 წლისთავზე ცხოვრობდა. იგი იყო ნაგვის ბოსი, რომელიც საზღაურის სანაცვლოდ იბარებდა იარაღს, სხვადასხვა ტექნიკას და ამბოხებულთა და იმპერიული ხომალდების ნარჩენებს, რომლებიც ჯაკუს ბრძოლიდან მოყოლებული, უდაბნოში მოიპოვებოდა. ულმობელ უნკარს ემსახურებოდნენ მისი ჩხუბისთავები, რომლებიც ერეოდნენ ბარტერულ შეთანხმებაში და ხშირად ძალადობდნენ ნაგვის შემგროვებელზე, რომელიც უნკარს აგრესიულად ესაუბრებოდა ან არასანქცირებულ გაცვლას ახორციელებდა. წვეთ-თევზა" — ასე უწოდებდნენ მას ხუმრობით ნაგვის შემგროვებლები, მისი სასაცილო იერის გამო.
პლატის მფლობელობაში აგრეთვე იყო ათასწლოვანი შავარდენი, რომელიც ნიიმას ავანპოსტთან იდგა. უნკარი თავად ავანპოსტზე მდებარე სავაჭრო ჯიხურში იჯდა და იქ იბარებდა ამა თუ იმ ნაწარმს, საკვები საშუალებების სანაცვლოდ.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Disney Infinity 3.0
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება – რეის საპასუხო დარტყმა
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- Star Wars: Puzzle Droids
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ჭეშმარიტი სიყვარული — ისტორიები შორეული, შორეული გალაქტიკიდან: უცხომიწელები: ტომი I
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, სცენარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, რომანი
- ↑ 4.0 4.1
უნკარ პლატი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
- ↑ 6.0 6.1 6.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება