ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-question-mark

ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული და სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

უოტ ტემბორი იყო მამრობითი სქესის სკაკოანი, ტექნოკავშირის წამყვანი ფიგურა და ბაკტოიდის იარაღის სახელოსნოს ხელმძღვანელი. სეპარატისტული კრიზისის დროს მან დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას ტექნოკავშირის რესურსებით მხარდაჭერა აღუთქვა და კლონების ომების დროს სეპარატისტულ საბჭოში ადგილი დაიკავა. ამ კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე მიიღო რაილოთის ემირის წოდება და სეპარატისტთა ძალებით განახორციელა პლანეტის ოკუპაცია, რომელსაც ჩემ სინდულატვი'ლეკი მეომრები დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც სეპარატისტებს პლანეტაზე დარჩენის სირთულეები შეექმნათ, უარი განაცხადა რა რაილოთის დატოვებაზე, გალაქტიკური რესპუბლიკის ძალებმა იგი დააპტიმრეს. ტემბორი კორუსანტზე პატიმრობაში მცირე ხნით დარჩა, მოგვიანებით კი გათავისუფლდა.

კლონების ომების მძვინვარებასთან ერთად ტემბორი დაინტერესდა რეკ-ჯარისკაც ექო-ით, რომელიც ციტადელში ბრძლისას ტყვედ ჩავარდა და რესპუბლიკის ძალების მიერ დაღუპულად ითვლებოდა. უგონოდ მყოფი კს-1409, იგივე "ექო", სტაზის კამერაში იმყოფებოდა, ხოლო უოტი მისი გონებიდან აგროვებდა ინფორმაციას, რომლითაც ხსნიდა ექოს და კლონი კაპიტან კს-7567-ის მიერ შემუშავებულ ალგორითმებს. მართალია, ოფიციალურად ამტკიცებდა, თითქოს ტექნოკავშირი კონფლიქტში ნეიტრალური იყო, ტემბორმა ალგორითმი მიჰყიდა სეპარატისტ ადმირალ ტრენჩს, რომელმაც ეს მონაპოვარი წარმატებით გამოიყენა ბრძოლისას, რესპუბლიკისადმი დაქვემდებარებული ანაქსისის დასაპყრობად. ტემბორის სეპარატისტებთან კავშირი გამოაშკარავდა რექსის, კლონების რაზმ 99-ის და რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის პლანეტაზე მისიით ჩასვლისას.

კლონების ომების უკანასკნელ დღეს ტემბორმა და სეპარატისტული საბჭოს სხვა წევრებმა უტაპაუდან მუსტაფარზე გადაინაცვლეს, სადაც მოგვიანებით ყველა მოკლა დართ ვეიდერმა. ტემბორის შემდეგ ტექნოკავშირის აქტივების მფლობელად გალაქტიკური იმპერია იქცა.

გამოჩენები[]

ხსენება/მითითება სხვა წყაროებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  2. სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
  3. დოქტორი აფრა (2016) 16 განსაზღვრავს, რომ ტემბორი კომიქსის დროს დაახლოებით საუკუნით ადრე ცოცხლობდა. კომიქსის მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ, რაც მითითებულია აქ. ამრიგად, ტემბორის დაბადების წელია დაახლოებით 97 იბ.
  4. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  5. 5.0 5.1 StarWars-DatabankII უოტ ტემბორი Databank-ში (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  7. დართ ვეიდერი (2020) 29
  8. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
Advertisement