FANDOM


Premium-Eras-canon
Queicon სტატიის სახელწოდება სავარაუდოა
მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სახელწოდება სავარაუდოა.

მამრობითი სქესის ბარმენი მუშაობდა ბარში, რომელიც მდებარეობდა უცნობ ყინულოვან პლანეტაზე. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს ბარს ეწვია სამი ტროლერი. ისინი აწუხებდნენ ბარის სტუმარს, მითროლს. ბარმენი მათ ქმედებებს თვალს ადევნებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ბარში მოულოდნელად გამოჩნდა მანდალორელი ჯილდოზე მონადირე, რომელმაც მიიპყრო ალფა ტროლერის ყურადღება. მას შემდეგ, რაც ამ ტროლერმა განაცხადა, რომ მანდალორელის გამო სასმელი დააქცია, ბარმენმა უსასყიდლოდ სასმელით სავსე ახალი ფინჯანი შესთავაზა, მაგრამ მანდალორელმა იგი დაამსხვრია ტროლერის თავზე და, შემდგომში წარმოშობილი უთანხმოებისა და ჩხუბის დროს სამეული დაამარცხა.

კადრს მიღმა

ბარმენი შეიქმნა ტელესერიალისთვის მანდალორელი[1]. მის როლს ასრულებს ჯონ ბისლი.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

სხვა ენებზე

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.