აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში, გალაქტიკური რესპუბლიკის რიგებში, რესპუბლიკის უსაფრთხოების ზონის დაკვირვების სატელიტ 777B-ალფას ჯგუფში მუშაობდა დაგი. იგი ვარსკვლავური სისტემის სექტორების შემოწმებას ახორციელებდა იმ დროს, როდესაც წარმოიშვა საგანგებო ვითარება. მან ამის შესახებ ამცნო სატელიტის კაპიტანს და გამოხატა ვარაუდი, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც კაპიტანმა გასცა პლანეტარული ევაკუაციის დაწყების ბრძანება და შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ ამოქმედების განკარგულება, დაგმა მათი გაყვანა ითხოვა.
ამ დაგს ჰქონდა ნაცრისფერი კანი, თეთრი ბეწვი და ყვითელი თვალები. ატარებდა ნაცრისფერ და ლურჯ უნიფორმას, ლურჯ ხელთათმანებს, ხოლო ბეწვზე ჰქონდა ლურჯი და წითელი ფერის რამდენიმე მძივი.[1]
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა 2021 წლის კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 1.[1]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 1 (პირველი გამოჩენა)