მამრობითი სქესის ზაბრაკი ბარმენი ფლობდა ბარს მთვარე ნარ-შადააზე, რომელიც ერთ დროს ეკუთვნოდა მის მამას. იავინის ბრძოლის შემდეგ ლუკ სკაიუოკერი, რომელიც კორუსანტზე მოხვედრას ცდილობდა, კანტინაში შევიდა. ბარმენმა მას კითხვაზე არ უპასუხა და რამდენიმე კლიენტს სკაიუოკერის მოკვლა უბრძანა. თუმცა, ლუკმა თავი სინათლის მახვილით დაიცვა. ამან ბარმენის ყურადღება მიიქცია და მან სკაიუოკერს შეჰპირდა, რომ კორუსანტზე მახვილის სანაცვლოდ მოახვედრებდა. სკაიუოკერმა ამაზე უარი უთხრა. ბარმენის ბრძანებით სხვა კლიენტებმა კვლავ სცადეს ჯედაის მოკვლა და მახვილის მითვისება.[1]
გამოჩენები[]
- დართ მოლი (2017) 2
- ვარსკვლავური ომები (2015) 8 (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები (2015) 10
- ჯილდოზე მონადირეთა ომი 1