იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 19 წელს[2] ლასატი დაქირავებული მეომარი სო გერერას და მის პარტიზანებს ეხმარებოდა პლანეტა ონდერონზე სხვადახვა კამპანიაში. იმპერიელების ქვედანაყოფი, რომელშიც აგრეთვე შედიოდა ალექსანდრ კალუსი, ონდერონზე აჯანყებულებთან გასამკლავებლად გააგზავნეს. ამ მეომარმა მოკლა ქვედანაყოფის თითქმის ყველა წევრი, მაგრამ კალუსი დაინდო.[1]
როდესაც კალუსი მუშაობდა იმპერიული უსაფრთხოების ბიუროში, მან ეს შეხვედრა გაიხსენა გარაზებ ორელიოსთან საუბრისას.[1]
კადრს მიღმა[]
2017 წლის რომანში აჯანყებულთა აღზევება ეს ლასატი იმყოფება სო გერერას ვრეა ავანპოსტზე. როდესაც წიგნის ავტორ ბეტთ რევისს ჰკითხეს, არის თუ არა ეს და კალუსის ლასატი ერთი და იგივე პერსონაჟი, მწერალმა უპასუხა, რომ ასე იყო ჩაფიქრებული.[3]
გამოჩენები[]
- აჯანყებულთა აღზევება (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — პატივცემულები (პირველი ხსენება)
წყაროები[]
- Star Wars Helmet Collection 30 (Databank A-Z: ტი უოტ კაა–კამინო)
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ვარსკვლავური ომები: აჯანყების განთიადი: ვიზუალური ცნობარი
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — პატივცემულები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ ბეთ რევისი (@bethrevis) Twitter-ზე: „ჩემს წარმოდგენაში ასეა.“ (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; ეკრანის ანაბეჭდი)