პლანეტა ტატუინზე იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 4 წელს ტასკენი მოთარეშეების ტომის პატიმარი იყო როდიანი, რომლის მახლობლად დააბეს კიდევ ერთი პატიმარი, ცნობილი ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტი. როდესაც ფეტმა გაქცევა სცადა, როდიანმა ამის შესახებ ტომის ხალხს აცნობა. ორივე პატიმარი მეორე დილით ტასკენმა ბავშმა წაიყვანა წყლის საძიებლად. მას შემდეგ, რაც იხილეს, თუ როგორ იძარცვებოდა ტენიანობის მომპოვებელი ფერმა, ბავშვმა პატიმრები აიძულა, ქვიშიდან წყლიანი ჭურჭელი ამოეთხარათ. ამ ძიებისას მათ თავს დაესხა ქვიშის მხეცი, რასაც როდიანის სიცოცხლე შეეწირა.
კადრს მიღმა[]
- "[…] როდიან პატიმარს ახმოვანებს ჩემი კარგი მეგობარი, მეგანიჭიერი @SamWitwer"
- ― დეივიდ უ. კოლინზი
როდიანი პირველად გამოჩნდა Disney+-ის ტელესერიალ ბობა ფეტის წიგნის ეპიზოდის "თავი 1: უცხო უცხო მხარეში" მოგონებების სცენაში (რეჟ.რობერტ როდრიგესი)[2] 2021 წლის 29 დეკემბერს.[5] იგი მითითებულია როგორც უბრალოდ როდიანი პატიმარი. პერსონაჟის როლს ასრულებს დოუნ დინინგერი[2], ხოლო ახმოვანებს სემ უიტუერი[4].
გამოჩენები[]
- ბობა ფეტის წიგნი: საყმაწვილო რომანი
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში" (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
წყაროები[]
The Book of Boba Fett Cargo Hold: "Chapter 1: Stranger in a Strange Land" StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
The Best of The Book of Boba Fett: 5 Highlights from "Chapter 1: Stranger in a Strange Land" StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Disney-ს გალერეა: მანდალორელი — "ბობა ფეტის წიგნი"
"Worldwide" — Star Wars Insider 214
"დოუნ დინინგერი: მწარმოებელი სრულ განაკვეთზე, როდიანი ნახევარ განაკვეთზე" — Star Wars Insider 216
Black Melon Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
Rodian Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
Tatooine sand beast Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ მოგონებების სცენა ეპიზოდში "თავი 1: უცხო უცხო მხარეში", რომელშიც ნაჩვენებია როდიანის ტატუინზე დაღუპვა, ვითარდება ჰან სოლოს გადარჩენის შემდეგ. ამ უკანასკნელის თარიღი, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, არის 4 იბშ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში"
- ↑ ბობა ფეტის წიგნი: საყმაწვილო რომანი
- ↑ 4.0 4.1
დეივიდ უ. კოლინზი (@DavidWCollins) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "the Rodian prisoner is voiced by my good buddy, mega-talent @SamWitwer" (არქივის ბმული)
- ↑
Next On Disney+ – December | Disney+ Disney+-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)