ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უცნობი ჰატი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უცნობი მოვაჭრე.

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

ჰატი მოვაჭრე ჰატების კლანიდან გალაქტიკის პერიფერიაში საქმიანობდა ვრეტიქსია რენანიკუსის შეგროვებით.[2] იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 232 წელს[1] მან მცირე სედრიზე, პერიფერიის სამეურნეო პლანეტაზე, შეიძინა ქერის ამ სახეობის პარტია და მასთან ერთად საკუთარი გადამყვანით კეზლინის სისტემაში გადაადგილდებოდა. ეს სისტემა მცირე ხნის წინ შეუერთდა გალაქტიკურ რესპუბლიკას, რომელმაც ჰატების კლანს რესპუბლიკის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების უფლება მიანიჭა.

რეისის შესრულებისას ხომალდს თავს დაესხნენ ნიჰილი მეკობრეები.[2] მათ დახოცეს საფრახტო გემი ეკიპაჟის ყველა წევრი (მათ შორის — ჰატი, რომელსაც მოგვიანებით რამდენიმე მძიმე, ბლასტერული და ნეგნოლი შხამით დატოვებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ჯედაების ორდენის ოსტატი ჯედაი სსკირი და ორი რაინდი ჯედაი, ტერეკი და სერეტი, ისევე, როგორც კივ ტრენისი, მოგვიანებით ხომალდში შევიდნენ. ტრენისმა და სერეტმა ჰატის გვამს მიაგნეს. მის ირგვლივ თანხმლები მცველების გვამებიც ეყარა. ჯედაები სედრის სისტემაში ქერის საქმის გამოსაძიებლად გაემგზავრნენ[2] ოსტატმა ევარ კრისმა კი გალაქტიკური რესპუბლიკის ძალებს უბრძანა, ჰატის გვამი გადაეტანათ შუქურა ვარსკვლავურ ნათებაზე.[3]

შუქურაზე ესტალა მარუმ ჰატი შეისწავლა. მასთან ერთად შესწავლას ესწრებოდნენ ორი ჯედაი და ასტრომექანიკოსი დროიდი. ესტალამ კორუსანტზე ჯედაების საბჭოს ამცნო, რომ ევარ კრისმა ჰატის გაკვეთა ითხოვა, რამაც დიდი ოსტატი ქსო ლარუ შეაშინა.[3]

კადრს მიღმა[]

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა (როგორც გვამი) კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა (2021) 2, 2021 წელს.[2]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ კომიქსის აყვავებული რესპუბლიკა (2021) 2 მოვლენათა განვითარების დროა 232 იბ. ვინაიდან ეს ჰატი ნაჩვენებია ამ კომიქსში, ვასკვნით, რომ იგი ამავე წელს დაიღუპა.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 2
  3. 3.0 3.1 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 3
სხვა ენებზე