უძველესები წარმოადგენდნენ ჯედაების ორდენამდე და გალაქტიკურ რესპუბლიკამდე შექმნილ ჯგუფს. ისინი მოქმედებდნენ სკარა-ნალზე[3], კალდარის სამმაგ სისტემაში. მათ შექმნეს ოთხფეხა დროიდი მოსიარულე, აღჭურვილი სუპერლაზერით. მოგვიანებით იგი მიწაში ჩაფლეს, თუმცა მოსიარულე კვლავ იყო აღჭურვილი მთის გულით, უძველესი ბროლით. ათასწლეულების შემდეგ[4] მის საძიებლად პლანეტაზე ჩავიდნენ ფი ჯინოა და კლონების რაზმი 99. ომეგამ აგრეთვე იპოვა კომპასი.[1]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ჩაფლული" (პირველი ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ჩაფლული"
- ↑ ვარსკვლავური ომების წიგნი უთითებს, რომ ჯედაების ორდენის და ძველი რესპუბლიკის დაარსების წელია დაახლოებით 25,000 წელი ახალი იმედის მოვლენებამდე, რაც იგივეა, რაც 25,000 იბ გალაქტიკური ატლასის სისტემით. ვინაიდან "ჩაფლული" გვითითებს, რომ სკარა-ნალი რესპუბლიკაზე უფრო ადრე შეიქმნა, უძველესების ჯგუფიც მანამდე შეიქმნა.
- ↑
Skara Nal Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტურმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.