ფაზა III: ჯედაების გამოცდები, თავდაპირველად ჯედაების ჭირი,[4] არის მულტიმედიური პროექტ აყვავებული რესპუბლიკის მესამე ფაზა. მასში შეტანილ მედიაში აღწერილი მოვლენები ვითარდება I ფაზის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. ამ ფაზაში დასასრულს უახლოვდება ჯედაების ბრძოლა უძლეველ მტერთან, გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობაში ქაოსურ პერიოდში.[5] ეს ფაზა დაიწყო 2023 წლის ნოემბერში და გაგრძელდება 2025 წლის ივლისის ჩათვლით.[1]
შესავალი ტიტრი[]
ტალღა I[]
| ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲬᲧᲕᲓᲘᲐᲓᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲘ |
|---|
ტალღა II[]
| ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ |
|---|
შესავალი ტიტრი[]
| ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲨᲘᲨᲘ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ |
|---|
შემუშავება[]
2021 წლის 4 იანვარს YouTube-ზე პირდაპირ ეთერში წარმოდგენილ ინტერვიუში, რომელშიც განიხილებოდა აყვავებული რესპუბლიკა, მაიკლ სიგლენმა, Disney–Lucasfilm Press-ის შემოქმედებითი ფრანშიზების დირექტორმა, განაცხადა, რომ სერია დაყოფილი იქნებოდა სამ ფაზად და მედია II ფაზიდან, რომელსაც ჯედაების გამოცდები ეწოდებოდა, გამოიცემოდა 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე.[9] პროექტში მონაწილე ხუთ თავდაპირველ მწერალს წარმოადგენდნენ კლაუდია გრეი, ჯასტინა აირლენდი, დენიელ ხოსე ოლდერი, კევან სკოტი და ჩარლზ სოული. 2022 იანვარში მათ შეუერთდნენ ზორაიდა კორდოვა, ჯორჯ მენი, ტესა გრეტონი და ლიდია კენგი, რომლებმაც იმუშავეს 2022 წლის ოქტომბერში დაწყებულ II ფაზაზე.[9]
2023 წლის აპრილში, ლონდონში გამართულ Star Wars Celebration-ზე, დიდი რესპუბლიკის პანელზე წარადგინეს პირველი ცნობები III ფაზის, ჯედაების გამოცდების შესახებ. შემოქმედებით ჯგუფს დაემატა ალისა ვონგი (დოქტორი აფრა) — ცნობილი გახდა, რომ იგი დაწერდა მოთხრობას კრებულისთვის ნათებისა და სიცოცხლის ისტორიები და იქნებოდა თანაავტორი ნორჩი მკითხველისთვის განკუთვნილი რომანის გაქცევა ველოდან (დენიელ ხოსე ოლდერთან ერთად). ისევე, როგორც I ფაზაში, III ფაზაში წარმოდგენილია რომანების სამი ტრილოგია (სერიები ზრდასრულებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ნორჩებისთვის).[1] კომიქსების მინისერიაში "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები განხილულია, თუ რა მოვლენები განვითარდა I და III ფაზების შუალედში.[10]
ზრდასრულებისთვის განკუთვნილი რომანების სერია დაიწყო 2023 წლის ნოემბერში და დასრულდება 2025 წლის გაზაფხულზე:
- წყვდიადის თვალი, ჯორჯ მენი (14 ნოემბერი, 2023)
- ძალის ცდუნება, ტესა გრეტონი (11 ივნისი, 2024)
- ჯედაების გამოცდები, ჩარლზ სოული (17 ივნისი, 2025)
ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი რომანების გამოცემა დაიწყება 2024 წლის გაზაფხულზე და 2025 წლის გაზაფხულზე დაასრულებს III ფაზას.
- ქარიშხლის გამოწვევა, ტესა გრეტონი და ჯასტინა აირლენდი (5 მარტი, 2024)
- უსახელოთა ცრემლები, ჯორჯ მენი (24 სექტემბერი, 2024)
- ნათებისკენ, კლაუდია გრეი (1 აპრილი, 2025)
საყმაწვილო რომანების სერიაში გამოიცემა:
- გაქცევა ველოდან, დენიელ ხოსე ოლდერი და ალისა ვონგი (30 იანვარი, 2024)
- ფრთხილად, უსახელონი, ზორაიდა კორდოვა (27 აგვისტო, 2024)
- გაბედული ფიცი, ჯასტინა აირლენდი (6 მაისი, 2025)
გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბრიდან გაგრძელდა კევან სკოტის კომიქსების სერია აყვავებული რესპუბლიკა, ხოლო Star Wars Insider-ში დაიწყო II ფაზის მწერალ ლიდია კენგის მოთხრობების ახალი სერია, ისტორიები დაშორების ზონიდან[1].
Celebration-ზე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ აყვავებული რესპუბლიკის პერსონაჟი ვერნესტრა რო გამოჩნდებოდა მხატვრულ სერიალ აკოლიტში[1].
მედია[]
| ფერების განმარტება: | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| რზ | რომანი ზრდასრულებისთვის [დამალვა] | რა | რომანი ახალგაზრდებისთვის [დამალვა] | საყ | საყმაწვილო რომანი [დამალვა] | საბ | საბავშვო წიგნი [დამალვა] | ||
| მ | მოთხრობა [დამალვა] | მკ | მოთხრობების კრებული [დამალვა] | ას | აუდიოსპექტაკლი [დამალვა] | ე | ენციკლოპედია [დამალვა] | ||
| ხან | კომიქსების ხანგრძლივი სერია [დამალვა] | კმს | კომიქსების მინისერია [დამალვა] | კკ | კომიქსების კრებული [დამალვა] | მტ | მანგის ტომი [დამალვა] | ||
დაკავშირებული მედია[]
| ფერების განმარტება: | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| რზ | რომანი ზრდასრულებისთვის | რა | რომანი ახალგაზრდებისთვის | მ | მოთხრობა | მკ | მოთხრობების კრებული | ||
| ხან | კომიქსების ხანგრძლივი სერია | კმს | კომიქსების მინისერია | კკ | კომიქსების კრებული | ვ | ვიდეოთამაში | ||
| დაკავშირებული მედია | |||
| ტიპი | სახელწოდება | ავტორი | გამოცემის თარიღი |
| ტალღა 1 | |||
| კმს | ვარსკვლავური ომები: იოდა: გამოქვაბული | კევან სკოტი[55] | 2 აგვისტო, 2023[56] |
| ხან | "მთელი რესპუბლიკა" — გამჟღავნებები (2023) 1 | კევან სკოტი | 20 დეკემბერი, 2023[57] |
| ტალღა 2 | |||
| ხან | აკოლიტი: კელნაკა 1 | კევან სკოტი | 4 სექტემბერი, 2024[58] |
| ტალღა 3 | |||
| რზ | აკოლიტი: გზისმაძიებელი (და აუდიოწიგნი) | ჯასტინა აირლენდი | 6 მაისი, 2025[59] |
| რა | აკოლიტი: ბროლის გვირგვინი (და აუდიოწიგნი) | ტესა გრეტონი | 29 ივლისი, 2025[60] |
წყაროები[]
Our Star Wars Reads Picks For Every Type of Reader in Your Life StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
NYCC 2024: All the Star Wars News and Reveals from New York Comic-Con StarWars.com-ზე (არქივის ბმული)DARK HORSE BOOKS PRESENTS "STAR WARS: THE HIGH REPUBLIC ADVENTURES PHASE III VOLUME 3" Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
"Launchpad" — Star Wars Insider 228INCOMING MESSAGE ENCRYPTED: PHASE III Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: სინათლის მახვილების კოლექცია
"Launchpad" — Star Wars Insider 229ALYSSA WONG RETURNS TO "STAR WARS: THE HIGH REPUBLIC ADVENTURES" FOR THE BATTLE OF A LIFETIME! Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Star Wars Year in Review 2024 StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"Launchpad" — Star Wars Insider 230
Phase III of The High Republic And All The Lucasfilm Publishing News from Star Wars Celebration Japan 2025 – UPDATE StarWars.com-ზე (არქივის ბმული)'Star Wars: The High Republic - The Finale' and More Marvel 'Star Wars' Titles Revealed At Star Wars Celebration Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
"Launchpad" — Star Wars Insider 231
"ჩარლზ სოული: კაშკაშას მემკვიდრეობა" — Star Wars Insider 231
SDCC 2025: Highlights from the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)

