FANDOM


Premium-Eras-canon
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია პერსონაჟი. იხილეთ აგრეთვე რომანი ფაზმა ან კომიქსი ვარსკვლავური ომები: კაპიტანი ფაზმა.
"გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა, რათა საკუთარ თავს დავბრუნებოდი. არ ვნანობ. ამით განვსხვავდებით. ვიცი, ვინ ვარ და ვაღიარებ. ვამაყობ ამით. ყველაფრისთვის ვიბრძოდი, იმის ყოველი ნაწილაკისთვის, რასაც წარმოვადგენ."
―ფაზმა კარდინალთან საუბრისას[წყარო]

ფაზმა იყო პირველი ორდენის მოიერიშეთა კაპიტანი. აღიზარდა როგორც სკაირის კლანის წევრი, ბირთვული ბრძოლებით განადგურებულ პარნასოსზე. როგორც დიდი მებრძოლი, იქცა კლანის სამხედრო წინამძღოლად. სურდა რა პლანეტის დატოვება, იგი დაეხმარა პირველი ორდენის გენერალ ბრენდოლ ჰაქსს ხომალდის პოვნაში და, ამავე დროს, უღალატა საკუთარ ძმა კელდოს და კლანსაც. გადარჩენილი იგი შეუერთდა პირველ ორდენს და პარნასოსი საბოლოოდ დატოვა.

წლების განმავლობაში ფაზმა პირველ ორდენში სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა და დაწინაურებული იქნა. იგი პასუხისმგებელი იყო მოიერიშეთა საწვრთნელი პროგრამის წარმართვისთვის. ბრენდოლის შვილთან, არმიტიჯთან ერთად, მან შეიმუშავა უკანასკნელის მამის მოკვლის გეგმა და გადაურჩა შურისძიებით აღსავსე კარდინალის მხრიდან მოკვლის მცდელობას. პირველ ორდენში სტატუსის გამყარებასთან ერთად, ფაზმა იქცა იმ არაოფიციალური სამეულის ნაწილად, რომელშიც შედიოდნენ არმიტიჯ ჰაქსი და კაილო რენი.

უფროსი ოფიცრის სტატუსით ფაზმა პირველი ორდენის ძალებს წინააღმდეგობასთან შეტაკებებში მეთაურობდა. პირველი ორდენის უზენაესი მეთაურის, სნოუკის ბრძანებით, სამეული პლანეტა ჯაკუზე ეძებდა გალაქტიკურ რუკას, რომელიც მათ დაეხმარებოდა ჯედაი ლუკ სკაიუოკერის პოვნაში. ფაზმა აგრეთვე მონაწილეობდა ხოცვა-ჟლეტაში ტუანულში. ამ სასტიკი ქმედებების შედეგად წინააღმდეგობას შეუერთდა მოიერიშე FN-2187.

ჰოსნიური კატაკლიზმის შემდგომ FN-2187, რომელსაც უკვე ფინი ერქვა, ბაზა "სტარკილერზე", კონტრაბანდისტ ჰან სოლოსთან და ჩუბაკასთან ერთად ფაზმას თავს დაესხა. გადარჩა რა ბაზის დანგრევისას, ფაზმამ აღნიშნული მარცხი დააბრალა ლეიტენანტ სოლ რივასს და საკუთარი სამსახურებრივი პოზიციის ბოროტად გამოყენების შენიღბვის მიზნით, წამოიწყო მისია, რათა ეპოვნა გაქცეული რივასი. წინააღმდეგობის ფლოტზე თავდასხმისას ფაზმა დაუპირისპირდა ფინს ხომალდ სიდიადეზე, რომელიც მოგვიანებით განადგურდა ჰიპერსივრცის მეშვეობით განხორციელებული იერიშისას. ყოფილმა ქვეშევრდომმა ფაზმა დაამარცხა და კაპიტანი განადგურდა ცეცხლში, რომელიც ხომალდს მოედო.

შენიშვნები და სქოლიო