- "ვიღაც მორიგი რიცხვი არ ვარ! არც ერთი ჩვენგან!"
- ― ფაივსი
ფაივსი, აგრეთვე ცნობილი ნომრებით კს-5555, კს-27-5555 და რეკ-5555, იყო კლონი სამხედრო, რომელიც მსახურობდა რესპუბლიკის დიადი არმიის რიგებში, კლონების ომების დროს. ზედმეტსახელი მიიღო კლონის ნუმერაციის გამო.
თავდაპირველად კს-5555 იყო უბრალოდ კლონი კადეტი, რომელიც წვრთნას კამინოზე გადიოდა და სამხედროს რანგში მსახურობდა რაზმ დომინოს შემადგენლობაში. სეპარატისტების თავდასხმისას იგი რესპუბლიკურ ავანპოსტზე იმყოფებოდა. იგი, ადგილობრივი რაზმიდან ორი ცოცხლად დარჩენილიდან ერთ-ერთი, გადავიდა 501-ე ლეგიონში. კამინოს დაცვის შემდეგ შეუერთდა ელიტურ რესპუბლიკურ კომანდოებს ექო-სთან ერთად, რომელიც მასსავით რიშისთან დატრიალებულ ამბებს გადაურჩა.
გენერალ ჯედაი ივენ პიელის დაჭერის შემდეგ ფაივსი ჯედაებთან და კლონებთან ერთად ჩავიდა ლოლა-საიუზე, სადაც გენერლის ციტადელიდან გადარჩენას შეეცადა. ამ ოპერაციისას პიელი დაიღუპა, ხოლო ექო გაუჩინარდა და დაღუპულად ითვლებოდა. ფაივსი და სხვა ცოცხლად დარჩენილები გენერალმა ჯედაიმ, პლო კუნმა იხსნა. ომის მსვლელობისას, უფრო მოგვიანებით, ფაივსი მონაწილეობდა უმბარას ბრძოლაში. ამ კამპანიისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უმბარანთა საჰაერო ბაზის აღებაში და სეპარატისტთა ხომალდის განადგურებაში. მოგვიანებით კლონებმა აღმოაჩინეს, რომ მათი გენერალი, ბესალისკი ოსტატი ჯედაი პონგ კრელი რესპუბლიკას ღალატობდა და კლონები ერთმანეთს გადაჰკიდა. შედეგად ფაივსი ჩაება დაცემულ ჯედაისთან ბრძოლაში.
რინგო-ვინდას აღების მცდელობისას ფაივსმა თავად იხილა, თუ როგორ მოკლა კს-5385-მა გენერალი ჯედაი ტიპლარი. მთელი რიგი მოვლენების დროს კლონების პროტოკოლი 66 შეცდომით ამოქმედდა. ფაივსმა აღმოაჩინა შემაკავებელი ბარათი, რომლითაც დაგეგმილი იყო ჯედაების ორდენის განადგურება, ისევე, როგორც ამ ჩანაფიქრთან უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის კავშირი. მას შემდეგ, რაც პალპატინმა მას დააბრალა, თითქოს იგი დაქირავებული მკვლელი იყო, ფაივსმა სცადა ანაკინ სკაიუოკერის და კაპიტან კს-7567-ის ("რექსის") გართხილება, მაგრამ მას ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალეს მეთაურმა კმ-1010-მა ("ფოქსმა") და კორუსანტის გვარდიის დამრტყმელმა სამხედროებმა შეუშალეს. მართალია, ფაივსი დაიღუპა, სანამ სხვებისთვის სიმართლის თქმა მოასწრო, ბრძანება 66 ყველა კლონს არ შეუსრულებია. სულ მცირე, სამმა კლონმა — რექსმა, კმ-3636-მა ("ვოლფმა") და კმ-5576-39-მ ("გრეგორმა") შეძლეს ბარათებისგან პროტოკოლის ამოქმედებამდე გათავისუფლება. ამრიგად, მათ ჯედაებს არ უღალატეს იმ დროს, როდესაც მთელი არმია გალაქტიკური რესპუბლიკის დამხობაში მონაწილეობდა.
გამოჩენები[]
წყაროები[]
"Rookies" Episode Guide | The Clone Wars StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"მოგზაურობა ნათელ მხარეს" — Star Wars Insider 152
Clone Commander Cody Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა) (მხოლოდ გამოსახულება)
ARC Trooper Fives Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Clone Captain Rex Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Vixus Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული მეგზური
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
- ვარსკვლავური გამანადგურებლების და სხვა მანქანების ენციკლოპედია
"The Bad Batch" Episode Guide | The Clone Wars StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
79's Databank-ში (არქივის ბმული)
Arc Trooper Echo Databank-ში (არქივის ბმული)
ARC Trooper Fives Databank-ში (არქივის ბმული)
AZI-3 Databank-ში (არქივის ბმული)
Clone Trooper Dogma Databank-ში (არქივის ბმული)
Count Dooku Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდებში "სხვა ჯედაი" და "სიკვდილი უტაპაუზე" მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ვინაიდან კლონების ომების ეპიზოდში "ბრძანებები" მოვლენები ექცევა ამ ეპიზოდებს შორის (რაზეც უთითებს)
Star Wars: The Clone Wars Chronological Episode Order StarWars.com-ზე (არქივის ბმული)), კლონი დაიღუპა იმავე წელს.
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ბრძანებები"
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3
Clone Troopers Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ახალწვეულები"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "კლონი კადეტები"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "წყვდიადი უმბარაზე"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "კრელის სასაკლაო"