ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვიღაც მორიგი რიცხვი არ ვარ! არც ერთი ჩვენგან!
―ფაივსი[8]

ფაივსი, აგრეთვე ცნობილი ნომრებით კს-5555, კს-27-5555 და რეკ-5555, იყო კლონი სამხედრო, რომელიც მსახურობდა რესპუბლიკის დიადი ჯარის რიგებში, კლონების ომების დროს. ზედმეტსახელი მიიღო კლონის ნუმერაციის გამო.

თავდაპირველად კს-5555 იყო უბრალოდ კლონი კადეტი, რომელიც წვრთნას კამინოზე გადიოდა და სამხედროს რანგში მსახურობდა რაზმ „დომინოს“ შემადგენლობაში. სეპარატისტების თავდასხმისას იგი რესპუბლიკურ ავანპოსტზე იმყოფებოდა. იგი, ადგილობრივი რაზმიდან ორი ცოცხლად დარჩენილიდან ერთ-ერთი, გადავიდა 501-ე ლეგიონში. კამინოს დაცვის შემდეგ შეუერთდა ელიტურ რესპუბლიკურ კომანდოებს ექო-სთან ერთად, რომელიც მასსავით რიშისთან დატრიალებულ ამბებს გადაურჩა.

გენერალ ჯედაი ივენ პიელიდაჭერის შემდეგ ფაივსი ჯედაებთან და კლონებთან ერთად ჩავიდა ლოლა-საიუზე, სადაც გენერლის ციტადელიდან გადარჩენას შეეცადა. ამ ოპერაციისას პიელი დაიღუპა, ხოლო ექო გაუჩინარდა და დაღუპულად ითვლებოდა. ფაივსი და სხვა ცოცხლად დარჩენილები გენერალმა ჯედაიმ, პლო კუნმა იხსნა. ომის მსვლელობისას, უფრო მოგვიანებით, ფაივსი მონაწილეობდა უმბარას ბრძოლაში. ამ კამპანიისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უმბარანთა საჰაერო ბაზის აღებაში და სეპარატისტთა ხომალდის განადგურებაში. მოგვიანებით კლონებმა აღმოაჩინეს, რომ მათი გენერალი, ბესალისკი ოსტატი ჯედაი პონგ კრელი რესპუბლიკას ღალატობდა და კლონები ერთმანეთს გადაჰკიდა. შედეგად ფაივსი ჩაება დაცემულ ჯედაისთან ბრძოლაში.

რინგო-ვინდააღების მცდელობისას ფაივსმა თავად იხილა, თუ როგორ მოკლა კს-5385-მა გენერალი ჯედაი ტიპლარი. მთელი რიგი მოვლენების დროს კლონების პროტოკოლი 66 შეცდომით ამოქმედდა. ფაივსმა აღმოაჩინა შემაკავებელი ბარათი, რომლითაც დაგეგმილი იყო ჯედაების ორდენიგანადგურება, ისევე, როგორც ამ ჩანაფიქრთან უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის კავშირი. მას შემდეგ, რაც პალპატინმა მას დააბრალა, თითქოს იგი დაქირავებული მკვლელი იყო, ფაივსმა სცადა ანაკინ სკაიუოკერის და კაპიტან კს-7567-ის („რექსის“) გართხილება, მაგრამ მას ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალეს მეთაურმა კმ-1010-მა („ფოქსმა“) და კორუსანტის გვარდიის მოიერიშე სამხედროებმა შეუშალეს. მართალია, ფაივსი დაიღუპა, სანამ სხვებისთვის სიმართლის თქმა მოასწრო, ბრძანება 66 ყველა კლონს არ შეუსრულებია. სულ მცირე, სამმა კლონმა — რექსმა, კმ-3636-მა („ვოლფმა“) და კმ-5576-39-მ („გრეგორმა“) შეძლეს ბარათებისგან პროტოკოლის ამოქმედებამდე გათავისუფლება. ამრიგად, მათ ჯედაებს არ უღალატეს იმ დროს, როდესაც მთელი ჯარი გალაქტიკური რესპუბლიკის დამხობაში მონაწილეობდა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდებში სხვა ჯედაი და სიკვდილი უტაპაუზე მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ვინაიდან კლონების ომების ეპიზოდში ბრძანებები მოვლენები ექცევა ამ ეპიზოდებს შორის (რაზეც უთითებს) StarWars კლონების ომების ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)), კლონი დაიღუპა იმავე წელს.
  3. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიბრძანებები
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 StarWars-DatabankII კლონი სამხედროები Databank-ში (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიახალწვეულები
  6. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიკლონი კადეტები
  7. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიწყვდიადი უმბარაზე
  8. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიკრელის სასაკლაო
Advertisement