ფოტორეცეპტორები, ანუ ვიზუალური სენსორები, ეწოდებოდა დროიდების ოპტიკურ სენსორებს. ეს ნაწილი იყო იგივე, რაც ცოცხალი არსების თვალი.[1] ფოტორეცეპტორების რაოდენობა დამოკიდებული იყო დროიდის ზომასა და მოდელზე. მაგალითად, R2-D2-ს ჰქონდა ერთი რეცეპტორი, ხოლო EV-9D9-ს — სამი. მრავალი დროიდი, მაგალითად, C-3PO, ორით იყო აღჭურვილი.[2] ზოგიერთის ფოტორეცეპტორი განლაგებული იყო სხვადასხვა ადგილზე.
Advertisement