ფულკრუმი იყო წოდება, რომელსაც იავინის ბრძოლამდე იყენებდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის რამდენიმე ინფორმატორი. იდეა ეკუთვნოდა ასოკა ტანოს, რომელიც აგრეთვე იყო ამ წოდების ყველაზე ცნობილი მფლობელი. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფულკრუმი გახდა იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს აგენტი ალექსანდრ კალუსი — მას შემდეგ, რაც იმპერიის ფასეულობების რწმენა დაკარგა. კაპიტანი კასიან ჯერონ ანდორიც ალბარიოს სექტოში იყო ფულკრუმი.
Advertisement