ქალაქი ტიპოკა იყო წყლით დაფარული პლანეტა კამინოს დედაქალაქი, დასახლებული რამდენიმე მილიონი კამინოანით. პლანეტის ეკვატორზე მდებარე ქალაქი გაშლილი იყო დაახლოებით 150 კილომეტრზე და წარმოადგენდა გუმბათიანი შენობების მთელ რიგს. კლონების ომების დროს იქ რესპუბლიკის დიადი არმიის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობდა, ისევე, როგორც კამინოანთა კლონირებისთვის განკუთვნილი შენობა.
ქალაქში მოხდა კამინოს ბრძოლა, რომლის დროს რესპუბლიკის მტერმა, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციამ, ქალაქს დაარტყა, რათა კლონ სამხედროთა შექმნა შეეფერხებინა. კლონების ომების დროს პრემიერმინისტრი ლამა სუ ქალაქიდან ადგილობრივ მთავრობას მართავდა. გალაქტიკური იმპერიის არსებობის ადრეულ პერიოდში კამინოს კლონირების განყოფილებებმა, მათ შორის — ქალაქ ტიპოკაში არსებულმა — მუშაობა შეწყვიტეს. მოგვიანებით, როდესაც დარჩენილი კლონები სხვაგან გადაანაწილეს და თანამშრომელთა ევაკუაცია ჩატარდა, გუბერნატორ უილჰაფ ტარკინის განკარგულებით, ვიცეადმირალმა რემპარტმა გასცა ქალაქის განადგურების ბრძანება.
გამოჩენები[]
- Star Wars: Galaxy of Heroes
- რესპუბლიკის ეპოქა: ჯენგო ფეტი 1 (მოგონებებიდან)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: პრიკველების ტრილოგია: გრაფიკული რომანი
- Star Wars Journeys: Beginnings
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: კლონების ომები — ბრძოლების ისტორიები 4 (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — კლონი კადეტები
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მეკ-სამხედროები
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მეგობარი გასაჭირში (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — შეთქმულება
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გაქცეული
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ბრძანებები (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ხმები (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შედეგები
- დართ ვეიდერი (2017) 2 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შემცვლელები
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გაერთიანება
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაკარგული სამიზნე
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — საომარი მანტია
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაბრუნება კამინოზე
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაკარგული კამინო
ბობა ფეტის წიგნი — თავი 1: უცხო უცხო მხარეში (მოგონებებიდან)
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ეპიზოდში დაკარგული კამინო მოქმედება ვითარდება გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან მცირე დროის შემდეგ. როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის დროა 19 იბ. ვინაიდან ეპიზოდში ასახულია ქალაქ ტიპოკას სრული განადგურება, ვასკვნით, რომ ქალაქის განადგურების წელია დაახლოებით 19 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული ცნობარი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შედეგები
- ↑ 5.0 5.1 სრული ვარსკვლავური ომები
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მეკ-სამხედროები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გაქცეული
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — კლონი კადეტები
- ↑
კამინო — Databank-ში (არქივის ბმული)