- „აი მტკიცებულება. აქ არის. ყოველ ჩვენგანშია, ყოველ კლონშია.“
„ეს რა არის?“
„ორგანული ბარათები, თანდართული ჩვენს გენეტიკურ კოდთან ერთად, რათა ყველაფერი შევასრულოთ, ჯედაების მოკვლაც კი. ყველაფერი აქ არის.“ - ―მეკ-სამხედრო ფაივსის და კაპიტან რექსის საუბრიდან
ქცევის მოდიფიცირების ბიოჩიპი, სამართავი ბარათი, იგივე მაფერხებელი ბარათი, წარმოადგენდა ორგანული ბიობარათების ტიპს, რომელსაც შეეძლო მისი მატარებლის ფუნქციების მართვა. კამინოანი მეცნიერები ასეთ ბარათებს თან აყოლებდნენ ყოველ კლონი სამხედროს, რომელიც შემდგომში რესპუბლიკის დიადი ჯარის რიგებში მსახურობდა. ბარათი თავსდებოდა ყოველი კლონის ემბრიონული განვითარების მესამე ეტაპზე. მისი გააქტიურება იწვევდა კლონის უპირობო დამორჩილებას, რამაც უზენაეს კანცლერს საშუალება მისცა, აემოქმედებინა ბრძანება 66. გალაქტიკური იმპერია ამ ტექნოლოგიას მოგვიანებით იყენებდა კაშიიიკზე მონობაში მყოფი ვუკიების სამართავად.