ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ღამის ბუები წარმოადგენდნენ მანდალორელთა ელიტურ ქვედანაყოფს, რომელშიც შედიოდნენ მეომრები ბო-კატან კრიზის მეთაურობით. როდესაც კრიზი სიკვდილის მზირების შემადგენლობაში შევიდა, ღამის ბუები ემხრობოდნენ მას და მის წინამძღოლ პრე ვიზლას. მას შემდეგ, რაც მოლმა ბრძოლისას ვიზლა მოკლა და თავი სიკვდილის მზირების ახალ წინამძღოლად გამოაცხადა, ღამის ბუები დარჩნენ კრიზის ერთგულნი და სიკვდილის მზირებს გამოეყვნენ. ისინი მანდალორის წინააღმდეგობას შეუერთდნენ და მოლის ჩრდილების კოლექტივსა და მანდალორელ სუპერკომანდოებს ებრძოდნენ. მათ აგრეთვე სცადეს, გაეთავისუფლებინათ ბო-კატანის და, მანდალორის ყოფილი ჰერცოგინია სატინ კრიზი, რომელსაც მანამდე ეწინააღმდეგებოდნენ პაციფისტური პოლიტიკის გამო.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]