ოქროს ბურთი არის ნენსი რიჩარდსონის პირველი რომანი სერიიდან ვარსკვლავური ომები: ყმაწვილი რაინდი ჯედაები. იგი გამოიცა 1995 წლის ოქტომბერში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ანაკინ სოლო თერთმეტი წლის არის და ჯედაების აკადემიაში აბარებს! ძალა მასში ძალიან ძლიერია — ის ამას გრძნობს. და მისი ბიძა, ლუკი, ფიქრობს, რომ დროა, სწავლა დაიწყოს.
ჯედაების აკადემიაში წვრთნის პირველ დღეს ანაკინს ახალი მეგობარი უჩნდება, ტაჰირი. ძალა მასშიც ძალიან ძლიერია. მალე ისინი შეიტყობენ, რომ ერთად შეუძლიათ ისეთ რამე, რაც მათ მასწავლებლებსაც გააკვირვებს.
მაგრამ მასწავლებლებმა ჯერ არ იციან, თუ კიდევ რას აკეთებენ ანაკინი და ტაჰირი. ყოველი ღამით მათ ესიზმრებათ, რომ აკადემიის მიდამოებში, მდინარეზე, ტივით გაივლიან. ამ სიზმარში მათ იხმობს ძალა...მაგრამ მათ ჯერ არ იციან, რომ ეს, შესაძლოა, ბნელი მხარე იყოს!
ამის დასადგენად ერთადერთი საშუალება არსებობს. ნამდვილად უნდა გაცურონ მდინარეზე!
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 0425168255; Boulevard, ოქტომბერი, 1995, მაგარი ყდა
- ISBN 1572970359; Boulevard, ოქტომბერი, 1995, 122 გვერდიანი რბილყდიანი გამოცემა
- ISBN 0425168255; Berkley Jam, ივნისი, 1998, 116 გვერდიანი რბილყდიანი გამოცემა