შავი ნესვები წარმოადგენდნენ ნესვის სახეობას, რომელიც იზრდებოდა უდაბური პლანეტა ტატუინის ჯანდლენდის ვერანებზე. ეს ხილი იყო კვერცხის ფორმის და ჰქონდა შავი გარსი.[1] ნესვი შეიცავდა წყალს[2] ან ერთგვარ რძეს, რომელსაც სვამდნენ ტასკენი მოთარეშეები. ხილს აგრეთვე მოიხმარდნენ ადამიანები, თუმცა ბენ კენობის აზრით, მას საშინელი გემო ჰქონდა.
კენობიმ ტატუინზე განმარტოების პერიოდში დიდი გვალვისას სცადა ამ ხილით ვაჭრობა, ვინაიდან ადგილობრივი მცხოვრებნი წყლის ნაკლებობის გამო იღუპებოდნენ, ხოლო მოხმარებული წყლის საფასურს უხდიდნენ ჰატ ჯაბას.[1]
შავი ნესვები შეადგენდნენ ტასკენი მოთარეშეების კულტურის მნიშვნელობან ნაწილს. როდესაც კობ ვენთმა მათთან ყოფნისას ხილზე უარი თქვა, ტასკენ მოთარეშეებს ეს ეწყინათ.[3] ტასკენი მოთარეშეების ერთ-ერთი ტომი ხშირად იჭერდა სხვადასხვა გონიერ არსებას, რომელსაც აიძულებდა ხილის მოპოვებას. მათ შორის იყო ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტი, რომელიც კარკუნის დიდი ორმოდან ამოძვრა.[2]
გამოჩენები[]
- Star Wars: Galaxy of Heroes
- ვარსკვლავური ომები (2015) 7 (პირველი გამოჩენა)
- ქვიშა მოგცემს — ვარსკვლავური ომები (2015) 37
- რაირინი — გარკვეული თვალსაზრისით (მხოლოდ ხსენება)
- გარკვეული თვალსაზრისით, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- მანდალორელი — თავი 9: მარშალი
- მანდალორელი: მეორე სეზონი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი: მეორე სეზონი 1
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 1: უცხო უცხოთა ქვეყანაში (მოგონებებიდან)
- ბობა ფეტის წიგნი: საყმაწვილო რომანი (მოგონებებიდან)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 2: ტატუინის ტომები (მოგონებებიდან)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 3: მოს-ესპას ქუჩები (მოგონებებიდან)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 4: ქარიშხლის დასაწყისი (მოგონებებიდან)
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (მხოლოდ ხსენება)