შავი ფლოტის კრიზისი, იგივე შავი ფლოტის კრიზისის ტრილოგია, ეწოდება რომანების ტრილოგიას, რომელთა სიუჟეტის განვითარების პერიოდია 16–17 იბშ. წიგნებში აღწერილია ახალი რესპუბლიკის პოლიტიკური კრიზისი და ქსენობოფური იევეთების საფრთხე. ამავე დროს, ლუკ სკაიუოკერი ცდილობს, დაადგინოს სიმართლე დედის შესახებ.
ტრილოგიაში შედის სამი წიგნი: ქარიშხლამდე, სიცრუის ფარი და ტირანის გამოცდა. ითვლება, რომ მათში ტრადიციული საომარი მოქმედებები უფრო ვრცლად არის აღწერილი, ვიდრე ვარსკვლავური ომების სხვა რომანებში, რომლებიც გამოცემულა ჯედაების ახალ ორდენამდე. ყოველი რომანის დიდი ნაწილი ეთმობა ფლოტის მანევრებისა და ბრძოლების, ისევე, როგორც სამხედრო გემებისა და მათი ეკიპაჟის აღწერას.
სამივე წიგნის მაგარყდიანი კრებული Science Fiction Book Club-ის მიერ გამოიცა 1997 წელს.