სითების აჯანყებიდან ოცი წლის თავზე გარე რგოლის ტერიტორიების პლანეტა გენბარას სოფელში მოხდა შეტაკება. მას შემდეგ, რაც მოგზაური "რონინი" ტონოს ჩაის სახლში მივიდა, სოფლელებს თავს დაესხნენ ბანდიტი სამხედროები და ისინი მოედანზე შეყარეს, უწოდებდნენ რა "გადასახადს". თუმცა, ბავშვმა, სოფლის მეთაურმა, ჯილდოზე მონადირეებს დაავალა სოფლის მათგან დაცვა. ამრიგად, ბანდიტებს წინააღმდეგობაც შეხვდათ.[1]
სოფლის მცველები უკვე იმარჯვებდნენ, როდესაც ბანდიტების მეთაური, მდედროებითი სქესის სითი კოურუ, გამოვიდა ქვეითთა გადამყვანი ტანკიდან, რომლითაც სხვებთან ერთად მოვიდა. კურუ, რომელიც თავს სითების ბნელ ლორდს უწოდებდა, მოკლა მეთაური,ტრანდოშანი მცველი შემდეგ კი შეეჯახა სხვა ჯილდოზე მონადირეებს. ბანდიტებმა ამასობაში სოფელს ცეცხლი გაუხსნეს და ნამსხვრევებმა დააზიანეს რონინის თანმხლები ასტრომექანიკოსი დროიდი R5-D56.[1]
რონინი ჯერ კიდევ ჩაის სახლში იმყოფებოდა და მის მეპატრონეს (ერთ დროს — მექანიკოსს) სთხოვა, დროიდი შეეკეთებინა, სანამ ჩაი ადუღდებოდა. სალასტელი დათანხმდა, ხოლო რონი გავიდა კოურუსთან დუელზე.[1]
კოურუმ ტაძარში ჯედაის ქანდაკება გაკვეთა.
რონინი და კოურუ ქალაქის მოედანზე იბრძოდნენ, შემდეგ კი მოხვდნენ მდინარე და ჩანჩქერზე. ასაკში შესული რონინი ჩამოვარდა ჩანჩქერიდან, თუმცა კოურუ მიხვდა, რომ იგი გადარჩა — მეომარი დაიმალა ჩანჩქერის ქვეშ დამალულ ჯედაების ძველ ტაძარში და კოურუს ჩაუსაფრდა. რონინს ორი სინათლის მახვილი ჰქონდა. ერთ-ერთი მან ქანდაკების ხელში ჩასვა. ბანდიტი ტაძარში შევარდა, სინათლის მახვილიანი პარასოლი ქანდაკებას ჩაარტყა და იგი გაკვეთა, იმ იმედით, რომ რონინი მოკლა. სინამდვილეში, უკანასკნელი ზურგიდან მიეპარა და ის მეორე სინათლის მახვილით მოკლა, შემდეგ კი ლოცვა წარმოთქვა.[1]
მოგვიანებით უსხეულო ხმამ (რომელიც რონინის და სითების აჯანყებისას მისი თანამოაზრე სითი ალქაჯის საიდუმლო ქალიშვილი იყო) კოურუ გააცოცხლა სითი დემონის სახით.[1]
გამოჩენები[]
- ხედვები 1 (მხოლოდ ხსენება; შესავალში)
- რონინი: ხედვების რომანი (აგრეთვე აუდიოწიგნი)
ვარსკვლავური ომები: ხედვები — "დუელი" (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
ვარსკვლავური ომები: ხედვები: ფოკუსი რეჟისორზე — "დუელი"
"The Duel" Episode Guide | Star Wars: Visions StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Five Films that Inspired Star Wars Storytellers StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
"ხედვების მისია" — Star Wars Insider 231 (მხოლოდ გამოსახულება)Happy Star Wars Day 2025 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)