შეჭრა ნაბუზე, იგივე ნაბუს კონფლიქტი, ნაბუს კრიზისი, ნაბუს ოკუპაცია, ხოლო გალაქტიკური რესპუბლიკის კრიტიკოსებისთვის — „ნაბუს გარღვევა“, იყო მნიშვნელოვანი გალაქტიკური კონფლიქტი, რომელიც მოხდა შუა რგოლის პლანეტა ნაბუზე, იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე, რესპუბლიკის ეპოქაში. კლონების ომების დაწყებამდე ათი წლით ადრე კონფლიქტმა წარმოშვა თავად ომის წინაპირობები. იგი დაიწყო ნაბუს ბლოკადით, რომელიც წამოიწყო სავაჭრო ფედერაციამ, პლანეტის ბლოკადამდე ერთი თვით ადრე. კონფლიქტი მოგვიანებით მოედო დედაქალაქს, ისევე, როგორც ირგვლივ მდებარე რეგიონებს, რომლებიც ფედერაციის ჯარის საბრძოლო დროიდებმა დაიპყრეს. ფედერაცია ფარულად მოქმედებდა სითებთან შეთანხმებით, სითი ლორდის, დართ სიდიუსის სახით, რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო როგორც ნაბუს სენატორი, შივ პალპატინი. ბნელი ლორდის ჩანაფიქრით, კრიზისის შედეგად უნდა გადაეყენებინათ გალაქტიკური რესპუბლიკის მოქმედი უზენაესი კანცლერი ფინის ვალორუმი და მომავალში მისი ადგილი თავად უნდა დაეკავებინა.
პირველი ბლოკადის დროს ვალორუმმა ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე გააგზავნა ორი ჯედაი, კვაი-გონ ჯინი და ობი-ვან კენობი, მაგრამ სიდიუსმა მათი მოკვლის ბრძანება გასცა, ხოლო ფედერაციას უბრძანა, ძალები ნაბუსკენ გაეგზავნა. ჯედაები ფედერაციას დაუსხლტნენ და ტყვეობიდან გაათავისუფლეს დედოფალი პადმე ამიდალა, შემდეგ კი დაეშვნენ პლანეტა ტატუინზე, რომელსაც ჰატების კლანი მართავდა. ეს იყო იძულებული დაშვება, ვინაიდან ხომალდი დაიზანდა ბლოკადიდან დაღწევსას. ჯინმა პლანეტაზე იპოვა მონა ბიჭუნა ანაკინ სკაიუოკერი, როგორც თავად მიაჩნდა — რჩეული, რომელსაც ძალაში წონასწორობა უნდა აღედგინა.
დაზიანებული გემის აღდგენის შემდეგ ჯედაები დედოფალთან ერთად დაბრუნდნენ კორუსანტზე, რესპუბლიკის დედაქალაქში, სადაც ამიდალამ გალაქტიკურ სენატს დახმარება სთხოვა. რესპუბლიკის ბიუროკრატიულმა ძალებმა ვერ შეძლეს, დახმარებოდნენ ამიდალას, რომელმაც კანცლერ ვალორუმს უნდობლობა გამოუცხადა და ამით უზრუნველყო პალპატინის არჩევნებში გამარჯვება. იცოდა რა, რომ კორუსანტზე დახმარების ძიება უშედეგო იქნებოდა, ამიდალა ნაბუზე ჯედაებთან ერთად დაბრუნდა და ფედერაციის დამარცხებას საკუთარი ძალებით აპირებდა.
დაბრუნების შემდეგ ამიდალამ შეხვდა და შეკრა კავშირი ნაბუს ოკეანეებში მცხოვრებ განგანებთან, რომლებიც დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ფედერაციასთან ბრძოლას. საბოლოო ბრძოლისას განგანების ჯარმა ფედერაციის ძალებს შეუტია. სახაზო ხომალდების ფრთამ ორბიტაზე დაარტყა დროიდების სამართავ ხომალდს, ხოლო ამიდალამ და ჯედაებმა შეაღწიეს სასახლეში, სადაც დაიჭირეს ნუტ განრეი, ფედერაციის ცბიერი ვიცემეფე. ბრძოლის მიწურულს სკაიუოკერმა თავად გაანადგურა ფედერაციის სამართავი ხომალდი, განგანებმა გაიმარჯვეს, განრეი დაიჭირეს, ხოლო სითი ლორდი დართ მოლი დამარცხდა, რასაც შეეწირა ჯინის სიცოცხლეც.
კრიზისის შედეგად პალპატინმა საბოლოოდ საწადელს მიაღწია. სენატში იგი უზენაეს კანცლერად აირჩიეს. შემდეგი ათი წლის განმავლობაში იგი სრულყოფდა სითურ გეგმას, რათა დაეპყრო რესპუბლიკა და დაემარცხებინა ჯედაები, შემდგომში წამოეწყო კლონების ომები, რომლებიც გალაქტიკური იმპერიის დაარსების და ჯედაების ორდენის განადგურების საშუალებას მისცემდნენ.
კადრს მიღმა[]
ნაბუზე შეჭრა პირველად გამოჩნდა 1999 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა.[3]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — შეხედეთ, მე ამაწყვეს (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — ზანდერის მოგზაურობა (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 დედოფლის განსაცდელი
- ↑ ობი-ვანი და ანაკინი 1
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 3.21 3.22 3.23 3.24 3.25 3.26 3.27 3.28 3.29 3.30 3.31 3.32 3.33 3.34 3.35 3.36 3.37 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ნისლის ალქაჯები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე