ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

შიშის გალაქტიკა: ეპიდემია პლანეტაზე არის მესამე წიგნი საყმაწვილო რომანების სერიიდან ვარსკვლავური ომები: შიშის გალაქტიკა. მისი სცენარის ავტორია ჯონ უიტმენი. წიგნი გამოიცა Bantam Spectra-ს მიერ, 1997 წლის აპრილში.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

როდესაც ჰული პლანეტა გობინდიზე ჩასვლას გადაწყვიტავს, ტეშის მიერ ჰოლონეტით მიღებული ანონიმური გაფრთხილებაც ვერ შეაჩერებს. მან განიზრახა პლანეტის უძველესი ნანგრევების შესწავლა. ტეშისთვის ეს არის შესაძლებლობა, დაადგინოს, თუ რას აპირებს მისი იდუმალი ბიძა.

გობინდიზე ტეში ფიქრობს, რომ მიაკვლია გალაქტიკაში იმპერიელთა მიერ საზარელი ვირუსის გავრცელების გეგმას. მაგრამ როდესაც ჰული არწმუნებს, რომ ასეთი არაფერი ხდება, ტეში მშვიდდება.

მცირე ხნით.

როდესაც ხელზე დიდი ყავისფერი კოპი ამოუვა, ტეში შეშინდება. ნუთუ ჰულმა მოატყუა? იმპერიის მოკავშირეა? ტეშმა იცის, რომ სიმართლე უნდა დაადგინოს.

ამასობაში მის ხელზე კოპი სულ უფრო მეტად იზრდება….

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]