შიშის გალაქტიკა: ტვინიანი ობობები არის მეშვიდე წიგნი საყმაწვილო რომანების სერიიდან ვარსკვლავური ომები: შიშის გალაქტიკა. მისი სცენარის ავტორია ჯონ უიტმენი. წიგნი გამოიცა Bantam Spectra-ს მიერ, 1997 წლის დეკემბერში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ბიძია ჰულმა ჩაიფიქრა, დასვენებისას ჰატ ჯაბას სასახლე მოინახულოს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო შვებულებაა. ჰულს სურს, შეისწავლოს სასახლის ქვედა გვირაბებში მცხოვრები ბ'ომარი ბერები. თუ ჯაბა არ არის საკმარისი, რათა ზეკსა და ტეშს შეეშინდეთ, ეს ბერებმა უნდა გააკეთონ. ყველაზე განათლებულ ბერებს სხეულები არ აქვთ. ისინი უბრალოდ ქილებში მოთავსებული ტვინებია. რობოტის ფეხებზე მოსიარულე ტვინები ქილებში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერთ-ერთი ბერი შეშლილია — არა უბრალოდ გაბრაზებული, არამედ გონებადაკარგული. და თუ ტეში ფრთხილად არ იქნება, შეიძლება გონება დაკარგოს.

