- "არ მსურს, რომ რამე შეიცვალო."
"მაგრამ ცვლილებებს წინ ვერ აღუდგები, ისევე, როგორც ვერც მზეების ჩასვლას." - ―ანაკინ სკაიუოკერის და შმი სკაიუოკერის საუბრიდან.
შმი სკაიუოკერი ლარსი, აგრეთვე შმი სკაიუოკერი, იყო ადამიანი, რომელიც ტატუინზე მონობაში იცხოვრა. ამ პერიოდში მან შობა შვილი, რომელსაც ანაკინი დაარქვა. იავინის ბრძოლამდე 32 წელს მის ბავშვს შემთხვევით შეხვდა ოსტატი ჯედაი კვაი-გონ ჯინი. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ძალის მეტად მგრძნობიარე იყო. შმისგან ჯინმა შეიტყო, რომ ანაკინის ჩასახვისას მეორე პირი, მამა, არ ყოფილა, რაც ნიშნავდა, რომ იგი მიდი-ქლორიანებით ჩაისახა. ჯინმა ანაკინი წაიყვანა ჯედაების ტაძარში, კორუსანტზე და წარუდგინა ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრებს. მისი აზრით, ანაკინი რჩეული იყო, რომლის შესახებ წინასწარმეტყველებები არსებობდა.
მას შემდეგ, რაც ანაკინმა დატოვა ტატუინი და დაიწყო ჯედაების ხელოვნების ათვისება, შმიმ იქორწინა კლიგ ლარსთან, რომელმაც იგი ტყვეობიდან გაათავისუფლა. შმი ამრიგად გახდა კლიგის შვილის, ოუენ ლარსის დედინაცვალი. სეპარატისტული კრიზისის პერიოდში, იავინის ბრძოლამდე 22 წელს შმი გაიტაცეს და აწამეს ტასკენმა მოთარეშეებმა. ანაკინი ამ დროს ტატუინზე იმყოფებოდა როგორც პადავანი, მაგრამ ვერ მოასწრო დედის გადარჩენა. განრისხებულმა, მან დახოცა ტასკენი მოთარეშეები (მათ შორის — ქალები და ბავშვები), ხოლო დედა დამარხა ლარსების ტენიანობის მომპოვებელ ფერმაზე. თავად ანაკინი მოგვიანებით გახდა რაინდი ჯედაი, ისევე, როგორც რესპუბლიკის დიადი არმიის გენერალი.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- უილიამ შექსპირის მუქარის მოჩვენება: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- უილიამ შექსპირის კლონების არმიის შეტევა: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
- უილიამ შექსპირის სითების შურისძიების ტრაგედია: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე (მხოლოდ ხსენება)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Shmi Skywalker Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შმი დაიჭირეს და მონობაში ჰყავდათ იავინის ბრძოლამდე 66 წელს, როდესაც იგი ჯერ ნორჩი იყო. ამრიგად, იგი ამ წლამდე წლებით ადრე დაიბადა.
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑
Shmi Skywalker Lars Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ დედოფლის იმედი