- „არ მსურს, რომ რამე შეიცვალო.“
„მაგრამ ცვლილებებს წინ ვერ აღუდგები, ისევე, როგორც ვერც მზეების ჩასვლას.“ - ―ანაკინ სკაიუოკერის და შმი სკაიუოკერის საუბრიდან.
შმი სკაიუოკერ ლარსი, აგრეთვე შმი სკაიუოკერი, იყო ადამიანი, რომელიც ტატუინზე მონობაში იცხოვრა. ამ პერიოდში მან შობა შვილი, რომელსაც ანაკინი დაარქვა. იავინის ბრძოლამდე 32 წელს მის ბავშვს შემთხვევით შეხვდა ოსტატი ჯედაი კვაი-გონ ჯინი. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ძალის მეტად მგრძნობიარე იყო. შმისგან ჯინმა შეიტყო, რომ ანაკინის ჩასახვისას მეორე პირი, მამა, არ ყოფილა, რაც ნიშნავდა, რომ იგი მიდი-ქლორიანებით ჩაისახა. ჯინმა ანაკინი წაიყვანა ჯედაების ტაძარში, კორუსანტზე და წარუდგინა ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრებს. მისი აზრით, ანაკინი რჩეული იყო, რომლის შესახებ წინასწარმეტყველებები არსებობდა.
მას შემდეგ, რაც ანაკინმა დატოვა ტატუინი და დაიწყო ჯედაების ხელოვნების ათვისება, შმიმ იქორწინა კლიგ ლარსთან, რომელმაც იგი ტყვეობიდან გაათავისუფლა. შმი ამრიგად გახდა კლიგის შვილის, ოუენ ლარსის დედინაცვალი. სეპარატისტული კრიზისის პერიოდში, იავინის ბრძოლამდე 22 წელს შმი გაიტაცეს და აწამეს ტასკენებმა. ანაკინი ამ დროს ტატუინზე იმყოფებოდა როგორც პადავანი, მაგრამ ვერ მოასწრო დედის გადარჩენა. განრისხებულმა, მან დახოცა ტასკენები (მათ შორის — ქალები და ბავშვები), ხოლო დედა დამარხა ლარსების ტენიანობის მომპოვებელ ფერმაზე. თავად ანაკინი მოგვიანებით გახდა რაინდი ჯედაი, ისევე, როგორც რესპუბლიკის დიადი ჯარის გენერალი.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- უილიამ შექსპირის „მუქარის მოჩვენება“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- უილიამ შექსპირის „კლონთა ჯარის იერიში“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
- უილიამ შექსპირის „სითების შურისძიების ტრაგედია“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე (მხოლოდ ხსენება)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
შმი სკაიუოკერი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ დედოფლის იმედი