ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფას აკლია შემდეგი პარამეტრები: type და მითითებული აქვს უცნობი პარამეტრები: era


შმი სკაიუოკერ ლარსი, აგრეთვე შმი სკაიუოკერი, იყო ადამიანი, რომელიც ტატუინზე მონობაში იცხოვრა. ამ პერიოდში მან შობა შვილი, რომელსაც ანაკინი დაარქვა. იავინის ბრძოლამდე 32 წელს მის ბავშვს შემთხვევით შეხვდა მაგისტრი ჯედაი კუაი-გონ ჯინი. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ძალის მეტად მგრძნობიარე იყო. შმისგან ჯინმა შეიტყო, რომ ანაკინის ჩასახვისას მეორე პირი, მამა, არ ყოფილა, რაც ნიშნავდა, რომ იგი მიდი-ქლორიანებით ჩაისახა. ჯინმა ანაკინი წაიყვანა ჯედაების ტაძარში, კორუსანტზე და წარუდგინა ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრებს. მისი აზრით, ანაკინი რჩეული იყო, რომლის შესახებ წინასწარმეტყველებები არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ანაკინმა დატოვა ტატუინი და დაიწყო ჯედაების ხელოვნების ათვისება, შმიმ იქორწინა კლიგ ლარსთან, რომელმაც იგი ტყვეობიდან გაათავისუფლა. შმი ამრიგად გახდა კლიგის შვილის, ოუენ ლარსის დედინაცვალი. სეპარატისტული კრიზისის პერიოდში, იავინის ბრძოლამდე 22 წელს შმი გაიტაცეს და აწამეს ტასკენებმა. ანაკინი ამ დროს ტატუინზე იმყოფებოდა როგორც პადავანი, მაგრამ ვერ მოასწრო დედის გადარჩენა. განრისხებულმა, მან დახოცა ტასკენები (მათ შორის — ქალები და ბავშვები), ხოლო დედა დამარხა ლარსების ტენიანობის მომპოვებელ ფერმაზე. თავად ანაკინი მოგვიანებით გახდა რაინდი ჯედაი, ისევე, როგორც რესპუბლიკის გრანდ-არმიის გენერალი.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 StarWars შმი სკაიუოკერი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. Star Wars: Card Trader
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  5. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე


კატეგორია:ადამიანები კატეგორია:ტენიანობის მომპოვებელი ფერმერები კატეგორია:სკაიუოკერების ოჯახი კატეგორია:მონები კატეგორია:ტატუინელები

Advertisement