- "ვიღაც უწოდებს "შრი-კა-რაიებს: ძალის მჭამელებს". სხვები — უბრალოდ "უსახელოებს". უკვე მათი გამოჩენა ძალისადმი მგრძნობიარეებში იწვევს შეშლილობას, ჰალუცინაციებს."
- ― კისმა ატერსონდი
შრიკარაიები, იგივე უსახელოები, შრიი კა რაიები ან შრიი-კა-რაიები (ძალის მჭამელები), წარმოადგენდნენ ცოცხალი ძალით მკვებავ არსებებს. მათი გამოჩენა მათი ახლოს ყოფნის შეგრძნებას ამძაფრებდა, ჩნდებოდა ჰალუცინაციები, იკარგებოდა ძალასთან კავშირი და ხშირად იწვევდა სიკვდილს და ძალისადმი მგრძნობიარეს უსულო ჩენჩოდ აქცევდა. აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში ნიჰილ მაროდიორთა წინამძღოლი, ნიჰილთა თვალი მარქიონ რო, რომელიც ფლობდა ამ არსებების სამართავ საშუალებას, აპირებდა უსახელობით ჯედაების ორდენის და გალაქტიკური რესპუბლიკის დამხობას. ერთ-ერთი ასეთი არსების მოპოვების და სხვებზე მისი ზეგავლენის მოსინჯვის შემდეგ რომ უფრო მეტი დაიჭირა. რამდენიმე მათგანი მან კოსმოსურ სადგურ შუქურა ვარსკვლავურ ნათებაზე გაუშვა ზუსტად იმავე დროს, რაც სხვა ნიჰილებს დაავალა სადგურის განადგურება, რამაც მასზე მყოფი ჯედაები შეაშინა და სადგურის დატოვება აიძულა.
აყვავებული რესპუბლიკის შემდგომ ამ არსებების შესახებ ჯედაებმა კვლავ იცოდნენ. უმცროსი ჯედაები მას ახსენებდნენ ერთმანეთთან საუბრისას, ისინი ნახსენები იყო ჰოლოკრონში, რომელშიც აგრეთვე ნახსენები იყო რჩეული და შემზარავ ნაამბობში უსახელოთა წყევლა.