- „ეს სადგური იქცევა გარე რგოლში რესპუბლიკის სიმბოლოდ. ადგილად, სადაც ჩვენს კავშირს ავღნიშნავთ და ერთმანეთს მის განვითარებაში დავეხმარებით. იგი გაგზავნის სიგნალს, რათა ამ სექტორში ნებისმიერმა ნებისმიერ დროს მიიღოს. შუქურა. რესპუბლიკის შუქურა. ხმა...იმედისა.“
- ―უზენაესი კანცლერი ლინა სო
შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვება, უზენაეს კანცლერ ლინა სოს დიდი სამუშაოების დაგვირგვინება, იყო ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაუშვეს შუქურა „ვარსკვლავური ნათება“. ჩაფიქრებული, როგორც გალაქტიკური რესპუბლიკის იმედისა და მშვიდობის სიმბოლო გარე რგოლის ტერიტორიებში, კოსმოსური სადგური ასახავდა ყველაფერს, რისთვისაც სოს ადმინისტრაციას უნდა ებრძოლა. ეს ცერემონია კინაღამ გადაიდო, მას შემდეგ, რაც დიდი კატასტროფის და მისი წარმონაქმნების, ნიჰილი მარადიორების მიერ გამოწვეული ჰიპერსივრცული კატასტროფების შეშდეგ კანცლერის განკარგულებით გარე რგოლში სავაჭრო მარშრუტები დაიკეტა. ამ პერიოდში შუქურა არაფორმალურად გაიხსნა, რათა ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა რესპუბლიკის თავდაცვის კოალიციასა და ჯედაებზე თავდასხმა განახორციელა, ფორმალური გაშვება დაგეგმილის შესაბამისად გაიმართა[5] იავინის ბრძოლამდე 232 წელს.[4]
ცერემონიას ესწრებოდნენ გალაქტიკის სხვადასხვა კუთხეებიდან მოვლენილი დელეგატები, მათ შორის — ჯედაების ორდენის წევრები. სიტყვით გამოვიდნენ თავად უზენაესი კანცლერი[5], ისევე, როგორც ოსტატი ჯედაი ევარ კრისი, დიდი ოსტატების, ვეტერის და იოდას მიერ დანიშნული სადგურის მარშალის თანამდებობაზე. გაშვება იმით დასრულდა, რომ ყოველმა ჯედაიმ საკუთარი სინათლის მახვილი ვარსკვლავებისკენ აღმართა, რაც სიმბოლურად აღნიშნავდა ნათებას, რომელსაც შუქურა რესპუბლიკის მასშტაბით გაავრცელებდა.[6] ცერემონიის შემდეგ, მცირე ხნის წინ ოსტატი ჯედაის რანგში აყვანილ ელზარ მენს ჰქონდა ძალის ხილვა, რომელშიც მან საკუთარი და სხვა ჯედაების დაღუპვა იხილა. ამრიგად, მისი განწყობა ჩაანაცვლა შიშმა.[5]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ [აგრეთვე აუდიოწიგნი]
- აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება [აგრეთვე აუდიოწიგნი] (პირველი გამოჩენა)
- აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების დიდი გადარჩენა (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: ნორჩი ჯედაების თავგადასავლები — პრინცი და მეკობრე
- ვარსკვლავური ნათება: მხარდამხარ — Star Wars Insider 199–200 (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 1
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 3 (მხოლოდ ირიბი ხსენება, შესავალში)
- აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის დასაწყისი [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი, ტომი 2 (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: მისია კატასტროფაში [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 13 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 15 (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც „ვარსკვლავური ნათების“ გაშვების ცერემონია)
- აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადის თვალი [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომების წიგნი (პირველი ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა
- ↑ ვარსკვლავური ნათება: პირველი მოვალეობა — Star Wars Insider 201–202
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომების წიგნი უთითებს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალ იმედამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 იბ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. ვინაიდან შუქურის გაშვება აღწერილია რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება, მისი გაშვების წელია 232 იბ.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება
- ↑ 6.0 6.1 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 1