- „დედასავით ხაფრ. ერთ დროს ისიც ოცნებობდა."
"მაგრამ მე წინამძღოლობა შენი ცქერით ვისწავლე.“ - ―ჩემ სინდულას და მისი ქალიშვილის, ჰერას საუბრიდან
ჩემ სინდულა, ზედმეტსახელად „რაილოთის ურო“ (კლონების ომების დროს გმირული ქმედებების გამო) იყო მამრობითი სქესის ტვი'ლეკი, რომელმაც სიცოცხლის წლები მიუძღვნა წინააღმდეგობრივ მოძრაობას და იყო კლონების ომების და გალაქტიკური იმპერიის ადრეული პერიოდის რევოლუციონერი მეთაური. თავდაპირველად იგი უპირისპირდებოდა რაილოთის სენატორ ორნ ფრი ტაას კორუფციულ პოლიტიკას, მაგრამ დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მიერ პლანეტის დაპყრობისას ტვი'ლეკმა აჯანყება წამოიწყო. მან ჩამოაყალიბა ტვი'ლეკების წინააღმდეგობა და იბრძოდა ოსტატ ჯედაი აიმა-გან დაისთან და რესპუბლიკის დიად ჯართან ერთად სეპარატისტ უოტ ტემბორის და დროიდების სეპარატისტული ჯარის უკუსაქცევად. თუმცა, რაილოთისთვის რესპუბლიკის დახმარება ამ დაპირისპირებაში თავდაპირველად მცირე იყო და მტერი ტვი'ლეკებს რაოდენობით აღემატებოდა. მართალია, სინდულას მხრიდან რესპუბლიკისადმი განმეორებითი ნდობას ადგილი თავდაპირველად არ ჰქონია — მას რესპუბლიკის მიერ რაილოთის ოკუპაციის ეშინოდა — საბოლოოდ, გენერალ ჯედაი მეის უინდუსთან ერთად, მისმა ძალებმა რაილოთი გაათავისუფლეს ოკუპაციური ძალებისგან.
რესპუბლიკის გამო სინდულას შიში გამართლდა, როდესაც კლონების ომების მიწურულს უზენაესი კანცლერი პალპატინი გახდა იმპერატორი და რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად. რაილოთი იმპერიული შეიარაღებული ძალების ოკუპაციის ქვეშ მოექცა და ჩემმა მოძრაობა „თავისუფალი რაილოთი“ ჩამოაყალიბა, რათა საპასუხო შეტევები განეხორციელებინა. მოძროაბასთან ერთად იგი აპირებდა იმპერიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, იმპერატორის და მისი შეგირდის, დართ ვეიდერის რაილოთზე ჩასვლისას მოკვლას. ეს გეგმა ჩაიშალა. სინამდვილეში, იმპერატორმა მოძრაობა მახეში თავად მოაქცია. მისი მრავალი წევრი დაიღუპა, თუმცა სინდულა გადარჩა.
ჩემის ცოლი მოკლეს ტვი'ლეკების აჯანყების დროს. მას აგრეთვე ჰყავდა ვაჟი, რომელიც ადრეულ ასაკში დაიღუპა. ამიტომ ჩემმა მთელი დრო მთლიანად მიუძღვნა რაილოთისთვის ბრძოლას. ამან დაძაბა მისი ურთიერთობა ქალიშვილთან, რომელმაც რაილოთი იმპერიის წინააღმდეგ სხვა პლანეტებზე საბრძოლველად დატოვა. იავინის ბრძოლა 3 წელს ჩემი ჰერას და სხვა აჯანყებულებს შუერთდა, რათა რაილოთთან იმპერიული კრეისერი-მზიდავი შეეჩერებინა, აჯანყებულთა ფლოტისთვის გადასაცემად. აჯანყებულებს იგი დროებით განუდგა, რათა მზიდავი გაენადგურებინა, იმ იმედით, რომ რაილოთზე ამას დაინახავდნენ როგორც წინააღმდეგობის სიმბოლოს, თუმცა, საბოლოოდ, მან ჰერას და სხვებს დახმარება გაუწია და ხომალდი გადასცა. ამ შეტაკებებისას განადგურდა „არკვიტენსის“ კლასის სამეთაურო კრეისერი, რამაც სინდულას სურვილი, სხვა ტვი'ლეკებისთვის მაგალითი ეჩვენებინა, მაინც შეასრულა. ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ იგი ქალიშვილს შეუერთდა და იმპერიას რაილოთის მიღმა ებრძოდა. გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებისას მას შეეძინა შვილიშვილი, ადამიანი/ტვი'ლეკი ჯეისენ სინდულა, ჰერას და რაინდ ჯედაი კენან ჯარუსის ვაჟი.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — რაილოთის გათავისუფლება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ოსტატის ფრთები
- ↑ სითების ლორდები
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — შინ დაბრუნება