![]() | ![]() |
ჩუბაკა ან უბრალოდ ჩუი, იყო მეომარი ვუკი, კონტრაბანდისტი, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის და წინააღმდეგობის წევრი. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ჯერ კიდევ კლონთა ომებიდან მოყოლებული. აგრეთვე გამოირჩეოდა გალაქტიკურ სამოქალაქო ომში აქტიურობით. მოგვიანებით სხვებთან ერთად ჩაება გალაქტიკურ იმპერიასთან და პირველ ორდენთან საომარ მოქმედებებში.
დაიბადა პლანეტა კაშიიიკზე. კლონთა ომების დროს იგი ტრანდოშანმა მონათმფლობელებმა დაიჭირეს და გამოკეტეს საპყრობილეში ვასსკაზე, თუმცა ვუკი ასოკა ტანოს დახმარებით გათავისუფლდა. მოგვიანებით, კაშიიიკის ბრძოლისას, წინ მიუძღოდა ვუკიების ლაშქარს. სწორედ ჩუბაკას დახმარებით იოდამ შეძლო გაქცევა პალპატინის მიერ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ.
გალაქტიკური იმპერიის ეპოქაში ჩუბაკა დაუმეგობრდა ჰან სოლოს და კონტრაბანდისტობით დაკავდა. მოგვიანებით შეუერთდა ამბოხებულთა ალიანსს, ხოლო იმპერიის დამხობის შემდეგ — წინააღმდეგობას, რომელიც დაუპირისპირდა პირველ ორდენს.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1 ''ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ ვარსკვლავური ომები: Card Trader
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი
- ↑ Star Wars Journeys: Beginnings
- ↑ 6.0 6.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
- ↑ *ვარსკვლავური ომები 1
- ↑ დამსხვრეული იმპერია 3
- ↑ 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ შედეგები
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება